ბიოგრაფია კატასტროფა განათლებაში: ამერიკელმა მოწაფეებმა არ იციან რა არის აფრიკა და დემოკრატია 2023, 5 მაისი, 12:26
აშშ-ში სკოლებში უცოდინრობის აქამდე არანახული რეკორდი დამყარდა.
აშშ-ს განათლების დეპარტამენტი შოკირებულია ქვეყნის ისტორიაში მერვე კლასელების უცოდინრობის რეკორდული დონით. The New York Times-ის ცნობით, სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ მშობლებში, არამედ მასწავლებლებში და განათლების ექსპერტებში. ამერიკული საშუალო სკოლის მოსწავლეების მხოლოდ 13%-მა შეძლო სწორად ეპასუხა ძირითად კითხვებს პერიოდების, ძირითადი მოვლენებისა და აშშ-ს ისტორიის საკვანძო ფიგურების შესახებ. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 18%-იყო იყო. ტესტის კითხვები იწყებოდა უმარტივესით, როგორიცაა „რატომ იყო ამერიკელი მუშების პირობები არაადამიანური ინდუსტრიულ რევოლუციამდე?“ და რთული კითხვებით მთავრდებოდა. მერვეკლასელებს მოუწიათ დაფიქრება, თუ რა ორი ძირითადი იდეა აისახა ამერიკული კონსტიტუციაზე მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ სიტყვაში „მე მაქვს ოცნება“. სკოლის მოსწავლეების მხოლოდ 22%-მა შეძლო სწორი პასუხის გაცემა კითხვებზე იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფო. განათლების სფეროში პრობლემები კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და სახლში ფაქტობრივად არ სწავლობდნენ. და საერთოდ – დაბნეულები არიან, რატომ დაიმახსოვრონ რამე, თუ „გუგლში ყველაფერი მარტივად იძებნება“. მართალაც, საქმე იქამდე მივიდა, რომ ინტერნეტის გარეშე ბევრი მოწაფე აფრიკას უწოდებს ქვეყანას და არა კონტინენტს. უფრო მეტიც, სულ უფრო მეტ სკოლის მოსწავლეს არ შეუძლია წერილობით ტექსტებიდან შინაარსის გამოტანა და ვერ ახერხებს ელემენტარული გამოთვლების გაკეთებას გონებაში. გასულ წელს, მეოთხე და მერვე კლასის მოსწავლეებმა შეერთებულ შტატებში რეკორდული უცოდნირობა გამოავლინეს მათემატიკასა და კითხვაში. მათემატიკაში 500-ქულიანი სკალის საშუალო ქულა, შესაბამისად, 236 და 274 ქულამდე დაეცა. კითხვის საშუალო მაჩვენებელიც(500 ქულიანი) 217-მდე და 260-მდე შემცირდა. 184 4-ს მოსწონს
|