ბიოგრაფია ვინ იყო თაღლითი, რომელმაც შექმნა ფინანსური პირამიდა და რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებენ 2023, 4 მაისი, 14:52
ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ამ სქემას, რომლითაც დღესაც სარგებლობენ თაღლითები, ჩადეთ ფული, მოიზიდეთ ახალი მონაწილეები და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებთ საგრძნობ მოგებას, თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ოფისი, სადაც ფინანსური ორგანიზაცია თუ "ბანკი"იყო განთავსებული დაკეტილია, ხოლო თავად თანამშრომლები უკვალოდ არიან აორთქლილები, ეს სქემა კარგად გამოიყენეს საქართველოშიც თაღლითებმა 90-იან წლებში და სულ ახლახან.
არა და ეს სისტემა პირველად გამოიგონა იტალიელმა ჩარლზ პონზიმ და როგორც ხედავთ ჩვენდა გასაკვირად დღესაც კარგად მუშაობს. ჩარლზ პონზი დაიბადა 1882 წელს იტალიაში. მისი ოჯახი ოდესღაც ძალიან, ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ იმ დროისთვის, როცა მისი ვაჟი დაიბადა, მათი ყოფილი ფინანსური კეთილდღეობის კვალიც კი აღარ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, მათ შეძლეს ჩარლზის გაგზავნა რომში სასწავლებლად. მაგრამ არაფერი გამოვიდა: ახალგაზრდამ მთელი ფული დახარჯა და სწავლის ნაცვლად გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო. 1903 წელს პონზი ჩავიდა ბოსტონში ჯიბეში 2 დოლარით და საკმაოდ ამბიციური მიზნით, გამხდარიყო მილიონერი. მან მარტივი საქმით დაიწყო:მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო, თუმცა, კლიენტებს ზედმეტს ახდევნებდა და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაგრამ მეორეს მხრივ, მას უკვე დიდი ბონუსი ჰქონდა: ისწავლა სალაპარაკო ინგლისური. 1907 წელს ჩარლზი იტალიელ ემიგრანტებთან ბანკში მოეწყო. კლიენტებს 6%-იან განაკვეთს პირდებოდნენ, რაც სხვა ბანკებთან შედარებით ორჯერ მაღალი იყო. იტალიელები ენდობოდნენ „თავიანთ“ ბანკს, შემოჰქონდათ ფული, რომელსაც, სხვათა შორის, მოგებაც მოჰქონდა. მაგრამ ეს ბანკის მუშაობიდან კი არ ხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ემატებოდნენ ახალი მეანაბრეები, რომლებსაც პროცენტი ჯერ არ ერგებოდათ. ამ სქემას ეწოდა "გამოართვი პეტრეს, მიეცი პავლეს". ცოტა მოგვიანებით ჩარლზმა ბანკის მენეჯერის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ამ სქემას მოგვიანებით მისი სახელი დაერქმევა. დაწესებულება გაკოტრდა, ზაროსი, მისი დამფუძნებელი, გაიქცა, პონზი კი ციხეში აღმოჩნდა – მას ჩეკების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ ციხემაც ვერ შეაჩერა თაღლითების მომავალი მეფე. 1919 წელს მან გამოსცა "საერთაშორისო ვაჭრობის გზამკვლევი" - წიგნი, რომელიც აგროვებდა ევროპული და ამერიკული სავაჭრო კომპანიების მისამართებს. ამ გზით პონზის სურდა სხვადასხვა ფირმას ერთმანეთის პოვნაში დახმარებოდა. იდეა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ითვლება, რომ ეს იყო ახალი სტარტაპის დასაწყისი. პონზიმ მიიღო წერილი ესპანეთიდან, სავარაუდოდ, ეს იყო კატალოგის შეკვეთა. მასზე დამაგრებული იყო უკან დაბრუნების კუპონი, რომელიც საფოსტო მარკებზე უნდა გაეცვალა – კუპონი 4, 5 ცენტი ღირდა, რომელიც ჩარლზს 5 ცენტიან მარკებზე უნდა გადაეცვალა. თაღლითი სწრაფად მიხვდა, რომ ფულის შოვნა შეიძლებოდა ასეთ მცირე ფულად სხვაობითაც კი. საკმაოდ რთული პერიოდი იდგა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ინფლაცია მძლავრობდა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ეხებოდა საფოსტო ოპერაციების გაცვლითი კურსს, რომელიც სტაბილური იყო. ჩარლზმა დოლარები სხვა ვალუტაში მომგებიანი კურსით გადაახურდავა და ამ ფულით აგენტებს დაავალა სხვადასხვა ქვეყანაში კუპონების ყიდვა და შეერთებულ შტატებში გაგზავნა. უკვე ამერიკაში პონზი კუპონებს მარკებში ცვლიდა. გასაკვირია, რომ იმ დროს ეს საკმაოდ ლეგალური იყო. მაგრამ მოგება მაინც არაკონვერტირებადი იყო - მარკები დოლარად არ იქცა. პონზი მაქსიმალისტი იყო და ასე გადაწყვიტა: მომავალ ინვესტორებს არწმუნებდა, რომ კუპონები მომგებიანი ბიზნესიაა, ავრცელებდა დაბეჭდილ თამასუქებს ინვესტორებზე (არაფრით დაზღვეულს), რითაც ფულის პროცენტით დაბრუნების გარანტიას იძლეოდა. მაგრამ რეალურად პონზმა აამოქმედა აქამდე ნაცნობი თაღლითური სქემა "გამოართვი პეტრეს, მიეცი პავლეს" არც კუპონები, არც მარკები და არც დოლარები მოგებას არ იძლეოდა -ინვესტორებს ფულს უხდიდა იმ ახალ მონაწილეების ხარჯზე, რომლებიც ინტერესდებოდნენ ახალი „ბიზნესით“. თაღლითმა დაარეგისტრირა ფასიანი ქაღალდების საბირჟო კომპანია და თავდაპირველად თავად მუშაობდა მასში, ინვესტორებს ჰპირდებოდა, რომ შემოტანილ თანხას 45 დღეში გაზრდიდა 50%-ით, ხოლო კვარტალში მოგება ორმაგად გაიზრდებოდა. საინტერესოა, რომ კომპანიის გასახსნელად პონზიმ 200 დოლარი ისესხა ვინმე ავეჯის გამყიდველი დანიელსისგან. თანდათანობით კომპანიის პერსონალი გაიზარდა და ჩარლზმა ძალაუფლების სადავეები გადასცა 18 წლის გოგონას, ლუსი მარტელს და საბოლოოდ დაიწყო ცხოვრება ისე, როგორც ბავშვობიდან სურდა: მან იყიდა სასახლე 35 ათას დოლარად, ჩაიცვა დენდივით და დადიოდა ოქროს სახელურიანი ხელჯოხით. ავეჯის მწარმოებელმა დენიელსმა, შეხედა რა ლამაზად დაიწყო პონზიმ ცხოვრება, გადაწყვიტა პრეტენზია გამოეთქვა მისთვის: ის მივიდა მასთან ადვოკატთან ერთად და განაცხადა, რომ 200 დოლარი მისცა იმ პირობით, რომ მას გაუნაწილებდა მოგების ნახევარს. ამ საქმეზე დაიწყო კვლევა, რა დროსაც ჩარლზის აქტივები გაყინეს. აუდიტორები მივიდნენ კომპანიაში შესამოწმებლად. პონზიმ განაცხადა, რომ თანხების მიღება შეჩერებულია. მეანაბრეები ნერვიულობდნენ და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას. პონზი შეშფოთდა: ის თავის კლიენტებს ჰოთ-დოგებით, ყავით უმასპინძლდებოდა და არწმუნებდა, რომ ფულს აუცილებლად გადაუხდიდა. და მართლაც იმათ მართლაც გადაუხადა, ვინც პირველებმა გამოთქვეს პრეტენზია. კომპანიის ვალდებულებამ 7 მილიონი დოლარი შეადგინა. პონზი დააპატიმრეს და დაიწყო საიდუმლო არქივებზე ნადირობა: მათ გაჩხრიკეს პონზის სასახლე, გაჩხრიკეს ლუსი მარტელის სახლი, ჩამოართვეს ფული, რომელიც მან დანიელს გადასცა, ასევე იპოვეს სეიფები- ყველა შეგროვილი თანხა მეანაბრეებს გადასცეს. არც მედია იყო გულხედაკრეფილი. გაზეთმა Boston Post-მა შეიტყო იტალიელის წარსული და გამოაქვეყნა სტატია, სადაც გაიხსენეს მისი წარსული თაღლითობა იტალიურ ბანკში ზაროსთან ერთად, ყალბი ჩეკები და ციხე. ჩარლზმა, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ დამალა თავისი ბიოგრაფიის ეტაპები. ჩარლზ პონზის მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. მან თავის აქციონერებისგან მიიღო 10 მილიონი დოლარი, აქედან 8 მილიონი გადაახდევინეს, 2 მილიონი დოლარი კი "შეახრამუნა". ციხიდან გამოსვლის შემდეგ თაღლითი არ გაჩერედა და განაგრძობდა ყოველგვარ აფერისტულ საქმიანობას, რის გამოც იტალიაში დააბრუნეს. საამშობლოში ერთი ხანობა ინგლისურს ასწავლიდა, შემდეგ კი ბრაზილიაში იტალიური ავიაკომპანიის წარმომადგენლად დასაქმდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო და კვლავ უმუშევარი დარჩა და მას მოუწია შემთვევითი სამუშაოების შესრულება საკუთარი თავის გამოსაკვებად. პირამიდული სქემის პიონერი რიოს ღარიბთა საავადმყოფოში თავში ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. ჯიბეში 75 დოლარი ედო, რითაც დაკრძალეს კიდეც. 484 3-ს მოსწონს
|