x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
ეს ადამიანი უცხოპლანეტელი იყო და ამ ამბის გამჟღავნებას, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ვალიანტ თორი (Valiant Thor) სავარაუდოდ უცხოპლანეტელი იყო და აშშ–ს ხელისუფლებაზე მუშაობდა. მის შესახებ ინფორმაცია და ფოტო დოქტორმა ფილ შნაიდერმა (Phil Schneider) 1995 წ. გაავრცელა და განაცხადა, რომ მას პირადად იცნობდა, როდესაც მასთან ერთად, საიდუმლო სამთავრობო დავალებებზე მუშაობდა.


image


შნაიდერის თქმით, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 1200–ს შეადგენდა, რაც ადამიანის ინტელექტზე ბევრად მაღალია (IQ კოეფიციენტის საშ. დონე 85 – 115 ქულაა და 125 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის მხოლოდ 5 % გააჩნია). თორი თავისუფლად საუბრობდა 100 ენაზე, ხოლო მისი ასაკი, 500 წლის ფარგლებში იყო.

გარდა ამისა, ფილ შნაიდერი თავის ლექციებსა და პრესასთან ინტერვიუებში ამტკიცებს, რომ თორმა ბევრი სამთავრობო საიდუმლოც იცოდა. მისივე ინფორმაციით, 1954 წელს აშშ–ს ხელისუფლებას და უცხოპლანეტელებს შორის ე. წ. «გრენადას შეთანხმება»* გაფორმდა.


imageვალიანტ თორი და ფილ შნაიდერი


ფილ შნაიდერი ამბობდა, რომ ის 3–დან ერთ–ერთი ადამიანი იყო, რომელიც 1979 წელს უცხოპლანეტელებსა და სამხედროებს შორის, მიწისქვეშა სამხედრო ბაზაზე, მომხდარი შეტაკების დროს გადარჩა და რომ, უცხოპლანეტელების იარაღის ზემოქმედების შედეგად, ის მოგვიანებით, სიმსივნით დაავადდა.

1995 წ. ლექციაზე მან განაცხადა, რომ უკანასკნელი 22 წლის მანძილზე, მისი 11 მეგობარი დაიღუპა, რომლებსაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, ხელისუფლების ე.წ. «შეთქმულების თეორიის» შესახებ... აქედან რვა ეპიზოდი, ოფიციალურად, თვითმკვლელობად იყო მიჩნეული.


image


მაგრამ, თავად შნაიდერს, კატეგორიულად არ სჯეროდა ამის. ბოლო წვეთი, რამაც ის იმის გასაჯაროება აიძულა, რაც იცოდა, მისი მეგობრის, ყოფილი სამხედროს, რონ რუმელის სიკვდილი იყო, რომლის ცხედარი, საკუთარ ბინაში, 1993 წლის 6 აგვისტოს იპოვეს. გამომძიებლების თქმით, რონმა თავი პისტოლეტით, პირში სროლით მოიკლა. თუმცა, შნაიდერის ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის იარაღზე თითის ანაბეჭდები არ იყო... და რაც ყველაზე საინტერესოა, თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი, რომელიც ცხედრის გვერდით იპოვეს, ცაციას მიერ იყო დაწერილი, თუმცა თავად გარდაცვლილი, მემარჯვენე იყო.

ფილ შნაიდერის მოყოლილი ამბებისადმი, ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც 1996 წლის 17 იანვარს, ხმამაღალი განცხადებიდან, წლის თავზე, ის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს, ბევრს მისი ნაამბობი გაახსენდა. ხოლო, ფილ შნაიდერის გარდაცვალებიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ, «Veterans Today» ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა გორდონ დაფმა (Gordon Duff), შნაიდერს «ამო–ს მოწმე» უწოდა. მისი აზრით, ფილს შეიძლება, ნამდვილად ჰქონოდა გარკვეული ინფორმაცია, აშშ-ის მთავრობის საიდუმლო პროექტების შესახებ, რომელიც ამო–ს, უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებთან და უცხოპლანეტელებთან იყო დაკავშირებული.


* 1954 წელს აშშ–ს 34–ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი (1953 – 1961) უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. 20–21 თებერვლის ღამეს, «რაიტ პატერსონის» ავიაბაზაზე (Wright-Patterson Air Force Base (WPAFB) უცხოპლანეტელების დისკისებური ხომალდი დაეშვა. მის ქვედა მხარეს, სამკუთხედის ფორმის განყოფილება გაიხსნა და პროჟექტორების სინათლეზე, ჰუმანოიდის ფიგურა გამოჩნდა. მისი თავი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ადამიანის თავი. სახეზე, შავი ნუშისებური თვალები ჰქონდა, არ ჰქონდა ცხვირი, ხელებზე კი, 4 თითი, მომრგვალებული წარმონაქმნებით ბოლოვდებოდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

* 10 წარმოუდგენელი ისტორიული ფაქტი

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (V ნაწილი)



0
849
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0