x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

ამო–ს შესახებ, FBI–ის (გამოძიების ფედერალური ბიურო) «The Vault» საიტზე დოკუმენტის ორიგინალური ჩანაწერების გასაჯარაობის შემდეგ, მედიაში დისკუსია ატყდა, უცხოპლანეტელების თემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული განსჯის საგნად იქცა 1950 წლის 22 მარტით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც აგენტმა გაი ჰოტელმა, FBI–ის დირექტორს ჯონ ედგარ ჰუვერს (John Edgar Hoover) გაუგზავნა. მასში საუბარი იყო «ნიუ-მექსიკოს შტატში აღმოჩენილ მფრინავ ობიექტზე», რამაც საზოგადოებას როსველის ისტორია* გაახსენა.


image


აღწერილობების მიხედვით, ორივე ობიექტი მრგვალი ფორმის იყო, შუაში ამოზნექილებით. ხოლო, დიამეტრი, დაახლოებით, 15 მ. ჰქონდა. «თითოეულში, ადამიანის გარეგნობის 3–3 არსება იყო, რომელთა სიმაღლე 1, 5 არ აღემატებოდა. მათ ტანთ ძალიან ელასტიკური, ლითონის კომბინეზონები», – ნათქვამი იყო ანგარიშში.


image

— ეს პირველი დოკუმენტი იყო, რომელიც 70–იან წლებში, სხვა საბუთებთან ერთად მივიღე. FBI–იმ მაშინ 1600 დოკუმენტი გადმომცა – იხსენებს ბრიუს მაკაბი – ფიზიკოს-ოპტიკოსი, რომელიც მაშინ აშშ–ს სამხედრო ძალებში მუშაობდა. ის — ამო–ს ცნობილი მკვლევარი და ექსპერტი იყო. მაკაბიიმ მის ხელთ არსებული ფოტომასალა და დოკუმენტები, ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე (FOIA) 1977 წელს გამოაქვეყნა. ხოლო, 2000 წ. ამის შესახებ წიგნიც დაწერა, სახელწოდებით – «ამო–ს და FBI–ის თანამშრომლობა».


image


მაკაბის მტკიცებით, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებამდე, 1947 წ. ცაში მომხდარი კატასტროფის შესახებ, ინფორმაცია ისედაც არსებობდა. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა FBI–ის სთხოვეს, ჩაეტარებინათ გამოკითხვა «საბჭოთა თვითმფრინავების ამერიკის ცაში ყოფნის შესახებ», რაც თავისთავად, ამო–ს კატასტროფის შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციის გადაფარვას ისახავდა მიზნად — განაცხადა ფიზიკოსმა.

მართალია, ამ გამოძიებიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ მაკაბი ამბობს, რომ მან, ამო–ს თემასთან დაკავშირებით, კავშირის დადგენა შეძლო FBI–ს და ამერიკულ ავიაციას შორის.

40–50-იან წლებში არავინ ელოდა კანონს თავისუფალი ინფორმაციის შესახებ, — ამბობს მეცნიერი. როგორც ჩანს ჰუვერმა ამო–ს შესახებ ინფორმაცია, სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაუგზავნა. თუმცა, ანგარიში, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, შტაბ–ბინაში მოხვდა და როდესაც დოკუმენტებს გრიფით «საიდუმლო» მოეხსნა, გამოაქვეყნეს.


როსველის ისტორია*: 1947 წ. როსველის მახლობლად (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ) ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა განიცადა კატასტროფა და ამის შესახებ, გაზეთებშიც კი დაწერეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოპლანეტელების ხომალდის ერთი პილოტი გადარჩა და მასთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა. ამის შესახებ, ინფორმაცია აშშ-ს საჰაერო ძალების სამედიცინო კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა მატილდა ო`დონელმა, ამ საუკუნის დასაწყისში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას საიდუმლო გრიფი მოეხსნა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)

* ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა

* ძეხვის ხე



0
1869
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0