x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (V ნაწილი)

ერთხელ ექიმს სთხოვეს, დაზიანებების სიმძიმის შეფასება, რომელიც ფილმების: «მარტო სახლში» და «მარტო სახლში –2» ბოროტმოქმედმა გმირებმა მიიღეს. ფილმების გაანალიზების შემდეგ, ექიმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათი ტრავმებიდან, მინიმუმ, 23 სასიკვდილო იყო.image


დაახლოებით, ათი წლის მანძილზე, ძვლოვანი ქსოვილი მთლიანად რეგენერირება, ანუ 10 წელიწადში ერთხელ, ჩვენ ახალ ჩონჩხს ვიღებთ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს პროცესი ნელდება.image


ძველმა გეოგრაფებმა იცოდნენ, რომ დედამიწა — სფერო იყო და აქტიურად კამათობდნენ იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოსახლეობა პლანეტის მოპირდაპირე მხარეს. ისინი იმ მხარის, სავარაუდო მცხოვრებლებს — «ანტიპოდებს» ეძახდნენ.

image


დიფილილეი გრეი (Diphylleia grayi) — ძალიან ლამაზი და უცნაური მცენარეა. მისი ყვავილი, წყალთან შეხებისთანავე, გამჭვირვალე ხდება. მაგ., წვიმის დროს.image


საკვების მისაღებად, ერთი ყლუპის გაკეთებისას, ლურჯი ვეშაპი ნახევარ მილიონ კალორიას იღებს.image


გასული საუკუნის 40–60–იან წლებში, მელბურნის Sun Theater–ის კინოთეატრში საბავშვო ოთახი იყო, სადაც მშობლები, კინო–სეანსის დროს, ჩვილებს დასაძინებლად ტოვებდნენ. თითოეულ ეტლს ნომერი ენიჭებოდა და თუ რომელიმე პატარა ტირილს იწყებდა, მისი ნომერი ეკრანზე იწერებოდა, რომ მშობელს გაეგოთ და ბავშვთან მისულიყვნენ.image


«Skylab 4» ფრენის დროს, სამუშაო გრაფიკი ძალიან დაძაბული, ხოლო, ეკიპაჟის ყველა წევრი, ახალბედა იყო. ისინი დაღლილობაზე გამუდმებით წუწუნებდნენ. სახმელეთო სამსახურებმა კი, სამუშაოს ახალი გრაფიკის შედგენაზე, უარი თქვა. ამიტომ, ეკიპაჟმა დაუგეგმავი დასვენება გამოაცხადა და რადიო გათიშა. ეს პირველი გაფიცვა იყო კოსმოსში.image


1939 წ. ლონდონის ზოოპარკის მომსახურე პერსონალმა, იქ მყოფი ყველა შხამიანი ცხოველი მოკლა, იმ შემთხვევისთვის, თუ ნაცისტები ზოოპარკში ბომბს ჩამოაგდებენ და ცხოველებს ქუჩაში გასვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ.image


პეპლებს ხელოვნების ნიმუშებზე, დეკორზე, საიუველირო ნაკეთობებზე, ქსოვილებზე და ა. შ. ხშირად, გაშლილი ფრთებით გამოსახავენ. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს მკვდარი პეპლებია, რადგან ცოცხალი პეპლები, ფრთებს ასე ფართოდ იშვიათად ხსნიან.image


ჯანმრთელი ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა, უკანასკნელი 160 წლის მანძილზე, 37 გრადუსიდან – 36, 3 გრადუსამდე შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანის მეტაბოლიზმი უფრო ნელია, ვიდრე წარსულში იყო.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

* რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IV ნაწილი)



0
505
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0