x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IV ნაწილი)

ტაპანი (ლათ. Oxyuranus) – ყველაზე საშიში შხამიანი გველია მსოფლიოში. მისი დაჭერა დიდი ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა და ის მხოლოდ გასული საუკუნის 50 წლებში დაიჭირეს. ამასთან, ადამიანი რომელმაც დაიჭირა, გველმა დაგესლა და მისი შხამით გარდაიცვალა.image


1962 წ. სავაჭრო ემბარგოს ხელმოწერამდე, რომლითაც აშშ–ში, კუბის პროდუქციის იმპორტირება იკრძალებოდა, პრეზიდენტმა კენედიმ, მდივანს პიერ სელინჯერს მისთვის, Petit Upmanns მარკის 1200 კუბური სიგარის ყიდვა დაავალა.image


ძველი რომაული საზოგადოებრივი ტუალეტი, ორმოზე დაყენებულ ნახვრეტიან დასაჯდომს წარმოადგენდა — არანაირი ტიხრები და ცალკე კაბინა. ამასთან, რომაელები ტუალეტში წასვლას, ინტიმურ პროცესად სულაც არ თვლიდნენ — უფრო პირიქით, ისინი იქ ყოფნის დროს, აქტიურად იყენებდნენ სოციალური ურთიერთობებისთვის: ესაუბრებოდნენ მეგობრებს, იცნობდნენ ახალ ადამიანებს, ერთმანეთს ჭორებს და ხმებს უზიარებდნენ, ხან კი, სახელმწიფო საქმეებსაც იხილავდნენ.image


ერთხელ, ფინეთის პოლიციამ, ავტომობილის გამტაცებელი მკვდარი კოღოს მეშვეობით იპოვა, რომელიც მიტოვებული მანქანის დათვალიერებისას შენიშნეს. სისხლის ანალიზით, რომელიც კოღომ გარდაცვალებამდე დალია, გამტაცებლის დნმ–ი დაადგინეს და აღმოჩნდა, რომ მისი პატრონი პოლიციურ რეესტრში უკვე დაფიქსირებული იყო.image


უოლტერ ბრუნინგმა მოწევაზე უარი 103 წლის ასაკში თქვა. ამის მიზეზად კი, სიგარების გაძვირება დაასახელა. 108 წელი რომ შეუსრულდა, მას იმდენი სიგარა აჩუქეს, რომ პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ამ მავნე ჩვევას ისევ დაუბრუნდა. ბრუნინგმა, თითქმის, 115 წელი იცოცხლა და უკანასკნელ დღემდე, ჯანსაღი გონება და შესანიშნავი მეხსიერება შეინარჩუნა.image


თუ ორ იდენტურ ტყუპ ძმას, შვილები იდენტური ტყუპი დებისგან ჰყავთ, მაშინ ბავშვები, ერთმანეთისთვის, ბიძაშვილ–დეიდაშვილები კი არა, და–ძმები იქნებიან.image


შემთხვევათა, დაახლოებით ნახევარში, პანდა 2 ბელს შობს. მაგრამ, დედა მხოლოდ ერთ შვილზე ზრუნავს, მეორეს კი, სიკვდილისთვის არის განწირული. ამის მიზეზი ის არის, რომ დედა–პანდას საკმარისი რძე არა აქვს, ორივე შვილის გამოსაკვებად. ბამბუკს, რომელსაც გიგანტური პანდები ჭამენ, ძალიან დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია — ამიტომ, ის ახალშობილებიდან უფრო ძლიერ იტოვებს, რომ ერთი ბელი მაინც გადაარჩინოს.image


ფუტკარი შეიძლება ლურჯიც იყოს. მაგ., დურგალი–ფუტკარი (ლათ. Xylocopa) სამხ–აღმ. აზიიდან — ლურჯი ფუტკრის არააგრესიული ტიპია და ძალიან სქელ თაფლს აწარმოებს.image


ჰონდურასს და სალვადორის, ფეხბურთის მატჩის გამო, ერთმანეთთან ექვსდღიანი ომი ჰქონდათ. ბრძოლები 1969 წ. 14 – 18 ივლისს მიმდინარეობდა. კონფლიქტი ჰონდურასის გუნდის წაგების გამო დაიწყო. ხოლო ომს, ფეხბურთის ომი ეწოდა.image


«ტიტანიკის» დამკვირვებელს დურბინდი არ ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ის, შემთხვევით, საუთჰემპტონში დატოვეს. მაგრამ, სინამდვილეში, დურბინდი გემის ბორტზე, სეიფში იყო ჩაკეტილი.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (III ნაწილი)

* გობის უდაბნოს ქვეშ უცხოპლანეტელების უდიდესი ქალაქია

* თუ ცხოველები გიყვართ – 20 პოზიტიური ფოტო

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



0
821
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0