x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სახელი არა აქვს, მაგრამ პირში დნება
image


ინგრედიენტები:


კვერცხი — 4 ცალი;

შაქარი — 200 გრ;

ფქვილი — 200 გრ;

კაკაო — 3 ს. კ;

ნაღები (10%) — 200 მლ (ფენების დასანამად);


მასალა კრემისთვის:


ქოქოსის ფანტელები — 200 გრ. (თუ ფამტელი წვრილია, მეტიც შეიძლება);

შაქარი — 150 გრ;

რძე — 250 მლ;

კარაქი — 150 გრ.


მომზადება:


I. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თქვეფის ხანგრძლივობა – 15 წუთი უნდა იყოს. მიღებული მასა თოვლის თეთრი უნდა იყოს > შეურიეთ ერთმანეთს კაკაო და ფქვილი > მიღებული ნაზავი პატარა ულუფებად დაამატეთ კვერცხიან მასას და ფრთხილად შეაზილეთ ხის კოვზით ან სილიკონის დასაკრემით.

II. ფორმას წაუსვით ცხიმი > გადაიტანეთ მასში ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

III. ვიდრე ფენა გაგრილდება, მოამზადეთ კრემი: პატარა ქვაბში მოათავსეთ კრემის ინგრედიენტები, ქოქოსის ფანტელის გარდა > დადგით ცეცხლზე და როდესაც კარაქი გადნება, დაამატეთ ქოქოსის ფანტელი > ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და მიიყვანეთ ნაზავი დუღილის ტემპერატურამდე > ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. და თან დრო და დრო ურიეთ.

IV. ფენა გაჭერით 2 ნაწილად და ნაღებით კარგად დანამეთ.

V. კრემიც გაყავით 2 ნაწილად და ააწყეთ ტორტი > ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარი* გადაასხათ ან გახეხილი შოკოლადის ფილის ნაფხვენი მოაყაროთ.


* აქვე გთავაზობთ შოკოლადის მინანქრის უმარტივეს რეცეპტს, რომლის მომზადება 5 წუთში შეგიძლიათ.



ინგრედიენტები:


არაჟანი (20% და მეტი) — 150 გრ.

შაქარი — 150 გრ.

კაკაო — 25 გრ.

კარაქი — 50 გრ.


მომზადება:


I. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და კაკაო > ქვაბში მოათავსეთ არაჟანი და დაამატეთ კაკაოიანი შაქარი > დადგით ქვაბი წყლის აბაზანაზე და სულ ურიეთ > ხარშეთ 5 წუთი > ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ცეცხლიდან გადმოდგით და კუბიკებად დაჭრილი კარაქი დაამატეთ.

II. როდესაც 40 გრადუსამდე შეგრილდება, ნამცხვარს გადაასხით და ზედაპირი სწრაფად მოუსწორეთ.

შენიშვნა: ვიდრე მინანქარს გააკეთებთ, ნამცხვარი მაცივარში შეინახეთ, რომ კრემი გაცივდეს და თბილი მინანქრის დასხმისას, არ გადნეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს

* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

* სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა


2
262
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
262
  
2023, 9 მარტი, 23:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2