x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს

მსოფლიოში, დაახლოებით, 7500–მდე ვაშლის ჯიშია. მათ შორის ყველაზე იშვიათი შავი ვაშლია! აქ საუბარი «შავი ალმასის» («Black Diamond») ჯიშზეა, რომელმაც ყურადღება, მხოლოდ იერით კი არა, საგემოვნო თვისებებითაც მიქცია.

სინამდვილეში «შავი ალმასის», შავი კი არა იასამნისფერია — მუქი იასამნისფერი. გარედან პრიალაა, არის წვნიანი და ხრაშუნა. მისი ზედაპირი ისე ანათებს, როგორც ბრილიანტი – სწორედ ასე მიიღო ვაშლმა სახელი.


image


«შავი ალმასი» — ჰუა ნიუს ვაშლის ჯიშია, რომლის სამშობლო ახალი ზელანდიაა. მისი ნერგები ჩინეთში ჩაიტანეს და ნინგჩში და ტიბეტში დარგეს. ვაშლის ჯიშმა შემდგომი განვითარება, ადგილობრივი ფერმერების მიერ მყნობის ტექნოლოგიების და განსაკუთრებული გარემოსა წყალობით შეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯიშს განაყოფიერება არ სჭირდება და სიცივის მიმართ მდგრადია, აქვს ბუნებრივი დაცვა პარაზიტების და მწერებისგან.


image


მიუხედავად ამისა, ეს ვაშლი, მეტად იშვიათია, რადგან 3500 მ. სიმაღლეზე იზრდება. მისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით მზის სხივი და ულტრაიისფერი სინათლე. ეს გეოგრაფიული თავისებურებები, იდეალურ ბუნებრივ გარემოდ ითვლება ამ ჯიშის ვაშლის მოსაშენებლად.


image


კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მოსავლის მხოლოდ 30% შეესაბამება ფერის შესატყვის სტანდარტებს ანუ ყველა ვაშლი შავი არ არის. შესაბამისად, შავი ვაშლის მთლიანი წარმოება, დაბალია.

მისი ექსკლუზიურობისა და მაღალი ფასის გამო, ის ფართო საზოგადოებისთვის არ არის. ფერმერებმა ეს იციან და ამიტომ, სხვა სახეობის ხილი მოყვანა ურჩევნიათ, რომელზეც მოთხოვნა უფრო დიდია.


image


შავი ვაშლის შეზღუდული წარმოების გამო, ჩინელმა მწარმოებლებმა მისი ექსკლუზიურ პროდუქტად ქცევა გადაწყვიტეს. ისინი, ძირითადად, «შავი ალმასს» სასაჩუქრე შეფუთვებში ჰყიდიან, რომელშიც 6 ან 8 ცალი ვაშლია. ხოლო მომხმარებლებმა შეკვეთა წინასწარ უნდა გააკეთოს.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

* სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა

* უბრალოდ, ლამაზი და საინტერესო ფოტოები



2
1163
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1163
  
2023, 9 მარტი, 23:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2