x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა

მარტიდან სალვადორში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს — ეს არის ხელისუფლების პასუხი, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილ ძალადობაზე და მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებზე. პოლიციის არაერთი სპეცოპერაციის შედეგად, განგსტერულ დაჯგუფებებში მონაწილეობისთვის, ათობით ათასი ეჭვმიტანილი იყო დაკავებული.

ცოტა ხნის წინ კი, ქვეყანაში, სპეციალურად მათთვის ციხე გაიხსნა და პირველი 2000 პატიმარი ახალ ციხეში უკვე გადაიყვანეს. ეს ციხე — ქვეყნის პრეზიდენტის ნაიიბ ბუკელე ორტესის განცხადებით, ფაქტობრივად, კრიმინალებთან ბრძოლის ეპიცენტრია.


image


მეგა-ციხის ოფიციალური სახელია — ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრია და ის 40 ათას პატიმარზეა გათვლილი.

პრეზიდენტმა ორტესმა "ტვიტერზე", ციხეში პატიმრების გადაყვანის ვიდეო გამოაქვეყნა და თან, შემდეგი კომენტარიც დაურთო: "დღეს გამთენიისას, ერთდროულად კრიმინალური დაჯგუფების 2000 წევრი გადავიყვანეთ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრში. აქ მათი ახალი სახლი იქნება, სადაც ისინი, ათწლეულების განმავლობაში, იცხოვრებენ და მათ მოსახლეობისთვის ზიანი მიყენების საშუალება აღარ ექნებათ".


image


განგსტერების ციხე ტეკოლუკას მუნიციპალიტეტის იზოლირებულ ადგილზე, დედაქალაქიდან 74 კილომეტრის დაშორებით. ეს არის ყველაზე დიდი მსგავსი დანიშნულების ნაგებობა ლათინურ ამერიკაში, რომელიც გაქცევის პრევენციის უახლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.


image


ციხე შედგება რვა შენობისგან, თითოეულში — 32 უზარმაზარი საკანია, რომლის ფართობი, დაახლოებით, 100 კვადრატული მეტრი (არის ტუალეტი და სველი წერტილები).

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე, ანტი–განგსტერული ოპერაციების მსვლელობისას, ქვეყნის სამართალდამცავებმა 64 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს (ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით, 6 100 000).


imageimageimageimageimage



image


არხის სხვა სიახლეები:


* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* კაცის ისტორია, რომელიც "სიცოცხლის წიგნში" მოხვდა

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

* დუმილი – ყველაზე დიდი იარაღია... როგორ გგონიათ რისთვის?

* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"

* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია



1
811
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
811
  
2023, 3 მარტი, 22:39
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1