x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

1971 წელს 17 წლის ჯულიანა კეპკე თვითმფრინავიდან გადმოვარდა და გადარჩა. Lockheed L-188 A Electra თვითმფრინავის ავიაკატასტროფა პუერტო–ინკეში (პერუ), შობის წინ, 24 დეკემბერს მოხდა. ავიალაინერი, რომელიც ლიმიდან – პუკალიპაში მიფრინავდა, ჭექა–ქუხილში მოხვდა და მეხი დაეცა. თვითმფრინავის კორპუსი შუაზე გაიპო და ჯუნგლებში ჩავარდა.


image


ჯულიანა 3 კმ. სიმაღლიდან სავარძლიანად ჩამოვარდა... როდესაც გონზე მოვიდა, გადმობრუნებული სავარძლიდან თავი დაიხსნა და ირგვლივ ყველაფერი დაათვალიერა. მან მხოლოდ ერთი პაკეტი კანფეტი იპოვა და დასახლების მოსაძებნად გაემართა.

ცხრა დღის მანძილზე, გოგონა ამაზონის ჯუნგლებში დაეხეტებოდა. ის შიმშილით და ღრმა ჭრილობებით იტანჯებოდა, რომელიც კატასტროფის დროს მიიღო და ზოგიერთ მათგანში, პარაზიტების ლარვებიც კი მოხვდნენ. გარდა ამისა, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი და მუხლის იოგა გაწყვეტილი. ბოლოს და ბოლოს, მეათე დღეს ჯულიანა წყალსაცავთან გავიდა და სანაპიროზე ნავი დაინახა. გოგონას გაახსენდა, როგორ განკურნა ერთხელ მისმა ბიოლოგმა მამამ პარაზიტებისაგან ძაღლი. გოგონამ ნავის ძრავიდან ბენზინი გადმოასხა და ჭრილობები დაიმუშავა — მან იქიდან 30–მდე მატლის ამოღება შეძლო.
ცოტა მოშორებით, ჯულიანამ ნავების შესანახი ქოხი აღმოაჩინა და პირდაპირ მიწაზე დაიძინა. მეორე დღეს ის ორმა მამაკაცმა იპოვა და ნავით უახლოეს დასახლებაში მიიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მამასთან გაგზავნეს. (გოგონა, დედასთან ერთად მიფრინავდა და ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ისევე როგორც თვითმფრინავის დანარჩენი 90 მგზავრი).


image

არხის სხვა სიახლეები:


* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია

* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს

* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო

* "წრეზე მორბენალი 3 კურდღელი" – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, რუბრიკიდან – "ასეც ხდება"

* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს



0
665
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0