x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო

საოცარი ბედი, სამწუხარო ფინალით, ელოდა ბატს, – სახელად ენდის, რომელიც 1987 წ. ნებრასკას ერთ-ერთ ფერმაში, თათების გარეშე დაიბადა. როდესაც ენდი 2 წლის გახდა, მის შესახებ ჯინ ფლემინგმა შეიტყო, რომელიც მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა. ის ინვალიდი ბავშვების ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი და გამომგონებელი იყო. ფლემინგმა ენდი და მისი მეგობარი ბატი თავის ფერმაში გადაიყვანა და სპეციალური ფეხსაცმელი ჩააცვა, რომელიც ინვალიდი ბავშვებისთვის იყო დამზადებული. ამის შემდეგ, ენდიმ ძალიან სწრაფად ისწავლა სიარული, ფრენა და ცურვა.


image


ენდის ისტორია მედიაში მოხვდა და ბატი მთელს აშშ–ში ცნობილი გახდა. ამის შესახებ, კომპანია Nike–ეს ხელმძღვანელობამაც გაიგო და ფლემინგს ფეხსაცმლის მიწოდებაზე კონტრაქტი გაუფორმა (ეს მათთვის კარგი რეკლამა იყო). ენდის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დაახლოებით, 1 თვე ჰყოფნიდა. ხოლო, ბატის პოპულარობა, ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მას ტელევიზიით უჩვენებდნენ და ის ინვალიდი ბავშვებისთვის კარგი მოტივატორი იყო.


imageენდი და ჯინ ფლემინგი


1991 წელს ენდი მოკლეს. მისი უსულო სხეული პარკში აღმოაჩინეს. ძიებამ აჩვენა, რომ ვიღაც ჩუმად ფერმაში შეიპარა და ბატი მოკლა და თავი და ფრთები მოაჭრა. ფრინველის ამოცნობა კი, თათებზე წამოცმული ბოტასებით მოხდა.


image


ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ფონდი შექმნა, რომელშიც ენდის მკვლელის მპოვნელის ჯილდოსთვის, ფული გროვდებოდა. ფონდში, იმ დროისთვის, რეკორდული რაოდენობის თანხა – 10 000 დოლარი მოგროვდა. ხოლო აქტივისტები შერიფზე ზეწოლას ახდენდნენ და პირობას დებდნენ, რომ დამნაშავეს დამოუკიდებლად მოძებნიდნენ და ლინჩის წესით გაასამართლებდნენ.

თუმცა, მკვლელი ვერ იპოვეს და ვერც მკვლელობის მოტივი დაადგინეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, რუბრიკიდან – "ასეც ხდება"

* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს

* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?

* წარსულის ფოტოები, რომელიც განსხვავებულ ემოციებს იწვევს

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის

* ცუდის გაკეთება უნდოდათ... და პირიქით გამოუვიდათ



1
658
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
658
  
2023, 27 თებერვალი, 9:58
საწყალი...რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე
0 1 1