x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ცუდის გაკეთება უნდოდათ... და პირიქით გამოუვიდათ

მიყვარხართ ჩემო მტრებო, იმისთვის, რომ საკუთარი თავის პოვნაში და წარმატების მოპოვებაში მეხმარებით... და კიდევ იმისთვის, რომ სირთულეებს არ ვუშინდები და ადამიანებში უკეთესად ვერკვევი (აღმოსავლური სიბრძნე).


image


ერთ ქვეყანაში იმდენად სჯეროდათ ბედისწერის, რომ ასეთი წესი ჰქონდათ: ყოველ სიკვდილმისჯილს, განაჩენის აღსრულებამდე, ბედის გამოცდის საშუალებას აძლევდნენ. მას ტომრიდან ერთი ფურცელი უნდა ამოეღო. ტომარაში კი სულ ორი ფურცელი იყო მოთავსებული. ერთზე – «სიცოცხლე» ეწერა, ხოლო მეორეზე – «სიკვდილი».

თუ ბრალდებული პირველ ფურცელს ამოიღებდა, მას სასჯელისგან ათავისუფლებდნენ, ხოლო თუ მეორეს – განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ. ასე, რომ, ყოველ ბრალდებულს, უკანასკნელ მომენტამდე, გადარჩენის იმედი ჰქონდა. ხოლო ბედს, დამატებითი ხმა «ზემოდან», რომ მისი ბედი გადაეწყვიტა.

ისე მოხდა, რომ ერთმა კაცმა საქმე წამოიწყო. ის ნელ-ნელა მდიდრდებოდა და წარმატებასთან ერთად, როგორც ხშირად ხდება, ავის მსურველებიც გამოჩნდნენ. ისინი ცილისწამებით ცდილობდნენ, ამ ადამიანის ციხეში ჩასმას, ხოლო მოგვიანებით, მათი მცდელობით, სიკვდილის განაჩენიც გამოუტანეს. იცოდნენ რა, რომ მსჯავრდებულს ყოველთვის ჰქონდა გადარჩენის შანსი, მათ ტომრიდან ფურცელი მოიპარეს, რომელზეც «სიცოცხლე» ეწერა და მეორე ფურცელი ჩააგდეს, წარწერით – «სიკვდილი», რითაც მას გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს – რომელიც ფურცელიც არ უნდა ამოეღო, მას სიკვდილის განაჩენი ელოდა...

მაგრამ, კაცს მეგობრებიც ჰყავდა. მათ შეიტყვეს მტრების ქმედების შესახებ და პატიმარს შეატყობინეს. ურჩიეს, ყველაფერი მოსამართლისთვის ეთქვა, რომ ტომარაში მოთავსებული ფურცლები შეემოწმებინათ. მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის მეგობრების მოტანილმა ინფორმაციამ გაახარა და მათ სთხოვა, რომ ამბის შესახებ, არავისთვის ეთქვათ. მეგობრებმა იფიქრეს, რომ მას, სიკვდილის წინ, გონება დაებინდა, მაგრამ მსჯავრდადებულმა მათი დარწმუნება შეძლო.

მეორე დღეს, სიკვდილმისჯილმა «ბედის ფურცელი» ამოიღო და... ის გაათავისუფლეს. მეგობრები და მტრები, რომლებმაც იცოდნენ ტომარაში მოთავსებული ორი სასიკვდილო განაჩენის შესახებ, გაკვირვებულები დარჩნენ. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მოახერხა მან, ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა?

მსჯავრდადებული კი, შემდეგნაირად მოიქცა: ტომრიდან განაჩენის ამოღების შემდეგ, ისე, რომ არც წაუკითხავს, ვითომ სტრესის გამო, ფურცელი გადაყლაპა. ამის შემდეგ, მოსამართლემ განაჩენის გასარკვევად, მეორე ფურცელი შეამოწმა. ტომარაში დარჩენილ ფურცელზე კი – «სიკვდილი» ეწერა. ამიტომ, მან ოფიციალურად დაადგინა, რომ იმ ფურცელზე, რომელიც მსჯავრდადებულმა გადაყლაპა, «სიცოცხლე» ეწერა. ასე, რომ, მტრებმა, რომლებმაც კაცი სიკვდილისთვის გაწირეს, თავისდაუნებურად, გადაარჩინეს...


მტრები და ავის მსურველები, ცუდი ცხოვრებისგან არ ჩნდებიან. თუ თქვენ ისინი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ღირსი ხართ იმის, რომ თქვენი შურდეთ... ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს, ყოველთვის ეყოლება მტერი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ნიჭიერია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს

* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?

* წარსულის ფოტოები, რომელიც განსხვავებულ ემოციებს იწვევს

* 12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს

* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის

* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)



3
314
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
314
  
2023, 3 მარტი, 22:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3