x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508534
გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია

ოკეანეში გონიერი ცივილიზაციის არსებობა – მითია, თუ რეალობა? მაგ., წყალქვეშა «ურჩხულები» ფანტაზიად ითვლება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, არაერთმა ადამიანმა ნახა, მისი დაჭერა ვერავინ შეძლო... თუმცა, წყალქვეშა სიღრმეების უახლესი კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო ოკეანეებში არის რეგიონები, სადაც ევოლუცია სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და შესაძლებელია, ახლაც მიდის...


imageგვირაბების ქსელი ავსტრალიის სანაპიროსთან


უძველესი მიწისქვეშა გვირაბების შესახებ, ბევრმა იცის. მაგრამ, ცოტას თუ გაუგია, რომ ასეთივე გვირაბები ოკეანის ფსკერზე და ზღვის სანაპიროებთანაც არის.

მაგ., «საკ–აკტუნის» გამოქვაბულების წყალქვეშა ქსელი, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულთან (მექსიკა) მდებარეობს. როდესაც მკვლევარებმა მისი შესწავლა დაიწყეს, იქ ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ გვირაბების და გამოქვაბულების სისტემის სიგრძე 300 კმ–ს შეადგენს და დღემდე, ამ ლაბირინთის მხოლოდ 1%–ია შესწავლილი. თუმცა, ესეც საკმარისი გახდა იმისთვის, რომ იქ ძალიან საინტერესო აღმოჩენების გაკეთებინათ.

გარდა ამისა, დაივერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ რეგიონში ამოუცნობი არსებები ნახეს, რომელსაც მეცნიერებმა, მითიური ცივილიზაციის საპატივცემულოდ — «ატლანტები» დაარქვეს.


image


როგორც ამბობენ, ისინი წყალქვეშა გამოქვაბულებში და უძველეს გვირაბებში იმალებიან, რომელიც ზღვებს და ოკეანეებს აერთიანებენ.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი, სულ სხვა გვირაბია, რომელიც ევროპაში, საფრანგეთის სანაპიროსთან, მარსელთან მდებარეობს. ის გასული საუკუნის ბოლოს, დაივერმა ანრი კოსკემ აღმოაჩინა. მყვინთავმა ჯერ ნაპრალი იპოვა და როგორც შემდეგ გაირკვა, ის გვირაბში შესასვლელი იყო...

გვირაბი წარმოუდგენლად გრძელი აღმოჩნდა — თითქმის, 200 მეტრი და რადგან ძალიან ვიწრო იყო, დაივერს რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ის სრულად გაევლო.


image


1991 წელს მან მიზანს მიაღწია და გვირაბიდან დარბაზში გადავიდა, რომლის სიგანე, თითქმის, 50 მ. იყო... და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა — ნამდვილი სამეცნიერო აღმოჩენა გახდა.

გამოქვაბულის შიგნით, კედლებზე, ბევრი გამოსახულება იყო, მათ შორის ცხოველების გამოსახულებებიც, რომელთა შორის უმრავლესობა, დღეს გადაშენებულად ითვლება. მაგრამ, ყველაზე საოცარი ხელის ანაბეჭდები იყო, ყველა თითზე, ფალანგის გარეშე, ცერა თითის გარდა.


image


დღეს ეს გამოქვაბული «კოსკეს გამოქვაბულის» სახელით არის ცნობილი. მაგრამ, იქ მოხვედრა, იმდენად რთულია, რომ გამოცდილი დაივერებიც კი, ვერ ბედავენ ამ გზის გავლას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი «დალაშქვრა» კიდევ ერთხელ მოხერხდა...

მეცნიერებმა გამოქვაბულში საჭირო აღჭურვილობა მიიტანეს. აიღეს საღებავის ნიმუშები და ნახატების ასაკი დაადგინეს. აღმოჩნდა რომ, მისი შემქმნელები 27 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ! ზოგი კი უფრო ახალიც, 15-19 ათასი წლის იყო.


image


კიდევ რა საიდუმლოს მალავს მსოფლიო ოკეანე? დღეს მისი მხოლოდ 5 %–ია შესწავლილი და ჩვენ ათასობით კილომეტრით დაშორებულ კოსმოსზე, უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე მსოფლიო ოკეანეში მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს

* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო

* "წრეზე მორბენალი 3 კურდღელი" – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, რუბრიკიდან – "ასეც ხდება"

* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს

* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?



1
941
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
941
  
2023, 28 თებერვალი, 23:05
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1