x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509668
პირველად! შოკისმომგვრელი კადრები ფილიპინების ციხიდან!
მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი საშინელი ციხეა. განსაკუთრებით გამოირჩევა

ლათინო ამერიკის და აზიური ქვეყნების ციხეები. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ

ერთ-ერთი აზიური ქვეყნის, ფილიპინების ციხეს, რომელიც დედაქალაქ მანილაში

მდებარეობს.



image


ქვეზონ სიტის სახელწოდების ციხეში, ბოლო წლებში, პატიმართა რაოდენობა

გახუთმაგდა. პატიმრებს დასაძინებლად ადგილი არ დარჩათ. არამხოლოდ

დასაძინებლად, არამედ თავისუფლად სიარულისთვის ადგილიც არ აქვთ!


image


ტელეკომპანია AFP-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ქვეზონ სიტის საპყრობილეში

შესვლა, სადაც საინტერესო და ამავდროულად შოკისმომგვრელი ფოტოები გადაიღო.


image


ციხე, 60 წლის წინ 800 კაციანი ტევადობით აშენდა. ხოლო დღესდღეობით

3800 პატიმარი სახლობს.


"ერთ ტუალეტს 130 კაცი იყენებს, ძალიან მჭიდროდ ვართ, თავისუფლად ვერ

დავდივართ. ერთამეთს ან სხვა რამეს ვეჯახებით. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა

შეიცვალოს..." - დასძინა მარიო დიმაკულგანმა(პატიმარი)


image


საკვებს ჭუჭყიან, ჟანგიან ქვაბებში მიირთმევენ, რასაც ძალიან ბევრი ჭია ახვევია.

ხოლო რაც შეეხება წყალს, აქ წყლის დეფიციტია. ძალიან ბევრი მათგანი უწყლობის

და უჭმელობის გამო ჭლექით დაავადდა.


ციხეში პატიმრების ჭარბი რაოდენობით მომატებას ქვეყნის ახალ პრეზიდენტს,

როდრიგო დუტერტეს აბრალებენ. მის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამოდენიმე

თვეში დაიწყო სპეც-ოპერაცია სახელწოდებით - "დანაშაულის წინააღმდეგ", რასაც

ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის კატასტროფულად მომატება მოჰყვა.


image









წარმოგიდგენთ შოკისმომგვრელ ფოტოებს ქვეზონ სიტის ციხიდან...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















1
3271
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3271
  
2016, 19 ოქტომბერი, 15:37
ამის შემდეგ ვინმეს თანასწორობის სჯერა?
0 1 1