x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი შესაძლო ვერსია ხდება ცნობილი - "რო­გორც ჩანს, გია კვა­რა­ცხე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და..."
image

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­გებ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა („ტი­ლი­კა“) ჩა­ცხრი­ლეს. გარ­დაც­ვლილს 20 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. მის­მა თან­მხლებ­მა პირ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) მიმ­დი­ნა­რე­ობს. მკვლე­ლო­ბას ჰყავს მოწ­მე­ე­ბიც.


ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა 53 წლის გახ­ლდათ. მან წლე­ბის წინ, გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად და­ა­ფუძნა Silk Road Group, რომ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც იყო. გარ­და ამი­სა, კა­ჭა­რა­ვას სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია "მულ­ტიპ­ლექსს", რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არა­ერთ ბიზ­ნეს ფლობს. ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ფიტ­ნეს ქსელს და ასე­ვე მისი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში.


რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა მის ბუ­ღალ­ტერ­თან ერ­თად სახ­ლში, კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ერთ-ერთ მო­სახ­ვევ­ში მას ბუჩ­ქებ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა ორმა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ბიზ­ნეს­მე­ნი ად­გილ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თან­მხლე­ბი პირი კი გა­იქ­ცა, მის­თვის არც არა­ვის უს­ვრია.


რო­გორც სან­დო წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მკვლე­ლო­ბა ბიზ­ნეს­წი­ლებს არ უკავ­შირ­დე­ბა და ერთ-ერთ ვერ­სი­ით, საქ­მე ვენ­დე­ტას­თან გვაქვს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს - კერ­ძოდ, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას.


რო­გორც ირ­კვე­ვა, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.


"რო­გორც ჩანს, გია კვა­რა­ცხე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და.. ცნო­ბი­ლია, რომ “ტი­ლი­კა“ ძმებ კა­კუ­ლი­ებ­თან ახ­ლობ­ლობ­და. გიას სა­მიზ­ნე ძმე­ბი არი­ან, მათ ცი­ხე­ში ვერ მის­წვდა, სა­მა­გი­ე­როდ, მისი შუ­რის­ძი­ე­ბა კა­კუ­ლი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სომ­ხეთ­ში გა­და­სუ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) კა­ჭა­რა­ვამ და­ა­ფი­ნან­სა. კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­ჩერ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა, შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლთა რი­ცხვიც გა­ი­ზარ­დოს“, - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.


ცნო­ბის­თვის, კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში ძმე­ბი დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბი 29 მა­ისს და­ა­კა­ვა. ისი­ნი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა საქ­მე შე­საძ­ლოა ბევ­რად მძი­მე სს და­ნა­შა­უ­ლებს ეხე­ბო­დეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­კუ­ლი­ე­ბი კავ­შირ­ში არი­ან ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი მა­მაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­ლდათ. მათი სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას - პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­მოჩ­ნდა.


ვინ არის გია კვა­რა­ცხე­ლია? (მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მამა)


გა­ი­ოზ (გია) კვა­რა­ცხე­ლია 1963 წლის 22 ივ­ლისს, წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ ჯგალ­ში და­ი­ბა­და. 2003 წელს მან და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში. კვა­რა­ცხე­ლია "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" 1988 წელს, 24 წლის ასაკ­ში "მო­ნათ­ლეს" ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა: გოგი ჩი­ქო­ვან­მა, პა­ა­ტა ჩლა­ი­ძემ ("პა­ა­ტა ბალ­შოი“) და რო­მეო ბუ­ლი­ამ. ის რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში.



მასალის სრულად სანახავათ გადადით ბმულზე>>>

1
757
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
757
  
2023, 9 თებერვალი, 15:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1