x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის" – რატომ 8?
image


ათასწლეულების მანძილზე, ადამიანები მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს გაგებას ცდილობენ. ზოგიერთ კულტურებში ფიქრობდნენ, რომ თუ მიცვალებულთა სამყაროში გადასვლის შემდეგაც, სხეულს უხრწნელად შეინარჩუნებდნენ, მაშინ, ხორბლის გაღივებული ყლორტების მსგავსად, ადამიანი ხელახლა დაიბადებოდა. ამიტომ, რაღას არ აკეთებდნენ, დროის ზეგავლენისგან, სხეულის დასაცავად.


დაკრძალვის კანოპა ძველ ეგვიპტეში


imageადრეული სამეფოს კანოპა


ძველ ეგვიპტეში, ადრეული სამეფოს პერიოდში, ფართოდ იყო გავრცელებული დაკრძალვის რიტუალი, რომელშიც კანოპას იყენებდნენ. ეს დოქების მსგავსი ურნა იყო და მას ადამიანის, ცხოველის, ან ფრინველის თავის და სახის ფორმის სახურავი ჰქონდა. ასეთი სამარხები, ძველი ეგვიპტელების – სიცოცხლის შემდეგ, სიცოცხლის არსებობის შესახებ რწმენას შეესაბამებოდა. ჭურჭელს სამარხში, მიცვალებულის ცხედრის მახლობლად ათავსებდნენ, მისი მაგიური დაცვის მიზნით.


image


თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანოპას პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა. მასში მიცვალებულის შინაგანი ორგანოები იყო მოთავსებული. მუმიფიკაციამდე ორგანოებს კარგად რეცხავდნენ და მირონით, ანისითა და ხახვით გაჟღენთდნენ. შემდეგ, სელის ტილოში ახვევდნენ, ჭურჭელში ათავსებდნენ და სპეციალური სითხით ავსებდნენ. ხოლო, სხეულში დარჩენილ ღრუს, ნახერხით ავსებდნენ და მიცვალებულს ბალზამირებას უკეთებდნენ.



image


და კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, თანმხლები კანოპა 4 უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ციფრს, ძველი ეგვიპტელებისთვის, ჯადოსნური მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ჭურჭელს, ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, კვადრატულად ათავსებდნენ, ხოლო ცენტრში მიცვალებულის ადგილი იყო.


imageღმერთი ჰოროსის შვილები – ოთხი სტიქიის და ჰორიზონტის 4 მხარის განსახიერება


ძველი ეგვიპტური სარკოფაგები "მარადიული სიცოცხლისთვის"


image


დროთა განმავლობაში, ეგვიპტელებმა კანოპაზე უარი თქვეს. ბალზამირებულ შინაგან ორგანოებს ისინი, ერთი პერიოდი, ყუთში ათავსებდნენ, ხოლო მოგვიანებით, მისი ჩაბრუნება, ისევ სხეულში დაიწვეს, რომელსაც თავის მხრივ, რამდენიმე სარკოფაგში ათავსებდნენ.


image


ძველეგვიპტური მრავალშრიანი სარკოფაგები, მარცვლის აგებულების მიხედვით იყო მოწყობილი, რომელიც მიცვალებულთა სამყაროში, ახალ სიცოცხლის აღორძინების სიმბოლოდ ითვლებოდა. ასე, მაგალითად, ხორბლის, ქერის ან ჭვავის მარცვალს თუ გადავჭრით და მიკროსკოპით შევისწავლით, ვნახავთ, რომ ჩანასახი 8 ფენით არის დაცული. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მარცვალი წლების მანძილზე, არ ფუჭდება და დათესვის შემდეგ, ახალი სიცოცხლე იბადება.


image


ფარაონების დაკრძალვის ძველეგვიპტურმა რიტუალმა, სიცოცხლის გაგრძელების საიდუმლოს, ასე შეასხა ხორცი. ამ წესის მიხედვით, ფარაონის მუმიფიცირებული სხეული – მარცვლის ჩანასახია და ის 7 სარკოფაგით არის დაცული, ისევე, როგორც დამცავი სისტემა, მარცვლის შემთხვევაში. ხოლო, მერვე სარკოფაგი – პირამიდა იყო. ეგვიპტელების აზრით, მოვიდოდა დრო და სიცოცხლის აღორძინება მოხდებოდა...


image


გარდა ამისა, სარკოფაგს, იმ დროს, მნიშვნელოვანი როლი "ეკისრებოდა". ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ის ნავის როლს ასრულებდა, რომლითაც გარდაცვლილი ადამიანის სული მიცვალებულთა სამეფოში მიცურავდა, ღმერთი ოსირისის სამსჯავროზე წარსადგენად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია

* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს

* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო

* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს



1
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
212
  
2023, 3 მარტი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1