ქალი და მამაკაცი კვლევა: რა არის მამაკაცებისა და ქალებისთვის სექსში მნიშვნელოვანი? 2023, 11 თებერვალი, 13:19 არსებითი არ არის, ურთიერთობაში ვართ თუ არა, სექსი ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია საკუთარი სხეულის განცდა და ყოველდღიურად სიახლეების მიმართ ღიაობა.
როგორც ავსტრიაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, მოსახლეობის 68 % სასიყვარულო ურთიერთობის დროს სიახლეების მიმართ ტოლერანტულობით გამოირჩევა და სურს პარტნიორთან ერთად ახალ-ახალი თავგადასავლების ძიება. 53 % უპირატესობას ახალი პოზების სწავლას და ახალ ადგილებში სექსს ანიჭებს. 36 % აქტიურად იყენებს სექს-სათამაშოებს და ურთიერთობაშიც შეაქვს ის. დიდ როლს თამაშობს ასევე კომუნიკაცია: 66 % საწოლში ძალიან ნათლად ამბობს, რა სურს და რა ანიჭებს სიამოვნებას. 68 %-მა კი განაცხადა, რომ სექსის დროს პარტნიორს ბოლომდე ნებდება და ყველა სურვილს უსრულებს. იმ გამოკითხულთა შორის, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილები არიან, 69 %-მა განაცხადა, რომ პარტნიორებს ნათლად უხსნიან, თუ რა სურთ რეალურად. მათი 73 % პარტნიორს ბოლომდე ემორჩილება და ყველა სურვილს უსრულებს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაცნობის საიტ ElitePartner-ის დაკვეთით და განხორციელდა Marketagent.com-ის მიერ. 2021 წლის 23 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე 18-დან 69 წლამდე 1500 ავსტრიელი გამოიკითხა, მათ შორის 389 მარტოხელა ადამიანი. “სექსუალობა ადამიანის ცხოვრების ძალიან ინტიმური და უაღრესად პირადული სფეროა. საკუთარ ვნებებსა და სექსუალურ სურვილებზე საუბარი ხშირად არასასიამოვნო და ტაბუირებულია. მაგრამ მეორეს მხრივ სხვა ადამიანებთან ლაპარაკის გარეშე სექსში თვითრეალიზებას ვერ მივაღწევთ. თუმცა იმისათვის, რათა ილაპარაკო საკუთარ მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებზე, პირველ რიგში უნდა იცნობდე საკუთარ თავს და იცოდე, რა მისწრაფებები და მოთხოვნილებები გაქვს რეალურად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე მზადყოფნა, პარტნიორის ნებას დაჰყვე და მისი სურვილების და მოთხოვნილებების რეალიზება მოახდინო, ” - განაცხადა ლიზა ფიშბახმა, რომელიც ElitePartner-ის დიპლომირებული ფსიქოლოგია. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტად (გამოკითხულთა 76 %) 30-დან 39 წლამდე ასაკის წყვილებს სურდათ სიახლეების შეტანა სექსში. ასევე მამაკაცების 43 %-მა განაცხადა, რომ საწოლში დომინანტია (შედარებისთვის იგივე თქვა ქალების მხოლოდ 16 %-მა). 10 %-მა თქვა, რომ სექსში გამოცდილება ნაკლებად ჰქონდა და ამიტომ არ იცოდა, რეალურად რა სურდა და რა ანიჭებდა სიამოვნებას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 30 წლამდე ასაკის ადამიანებში: 18-დან 29 წლამდე ასაკის ვაჟების და ქალების 20 %-მა თქვა, რომ არ იცის, თუ რა მოსწონს. ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად ავსტრიელები სულ უფრო უკეთ იცნობენ საკუთარ თავს და საკუთარ მოთხოვნილებებს. ამდენად, საკუთარი მოთხოვნილებების არმცოდნეთა რიცხვი 40-დან 49 წლის ასაკის ადამიანებში მხოლოდ 7 %-ია, 50-დან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 5 % და 60-დან 69 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 6 %. 182 1-ს მოსწონს
|