x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სენსაციური აღმოჩენა: ამერიკელმა მეცნიერებმა “სექსის გენს” მიაგნეს
ადამიანის სექსუალობას მრავალი ფაქტორი და ერთმანეთისგან ხშირად დამოუკიდებლად არსებული გარემოებებიც კი განსაზღვრავს; ზოგს სიამოვნებს პარტნიორის საწოლში დაბმა, ზოგს კი მსუბუქი ეროტიკა იზიდავს; ზოგი მუდმივად აღგზნებულია, ხოლო ზოგს ძალიან დიდი დრო სჭირდება მცირეოდენ აღმაფრენამდე მისაღწევად. ეს ყოველივე ძალიან ინდივიდუალურია. სტრესული და დამქანცველი დღის შემდეგ სექსი უძლიერესი ტემპერამენტის მქონე ადამიანებსაც კი ძნელად სურთ, თუმცა რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანს ძალიან აქვს დაქვეითებული ლიბიდო, მუდმივად პრობლემებშია ჩაფლული და არ შეუძლია, სრულფასოვანი სექსი ჰქონდეს? ეს თემა ბოლო დრომდე ბურუსით იყო მოცული, მაგრამ როგორც იქნა, საბოლოო ჯამში ამ საკითხსაც მოეფინა ნათელი. ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა გამოარკვია, რომ თურმე მამაკაცის სექსუალურ ტემპერამენტს და მადას სპეციალური გენი განსპირობებს. ილინოისის შტატის ჩრდილო-დასავლეთის კერძო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ენზიმი არომატაზა, რომლის მეშვეობითაც ტვინი ტესტოსტერონს ოსტროგენად გარდაქმნის, გავლენას Cyp19a1 გენის მოქმედებით განიცდის.


ასევე დაგაინტერესებთ: წყვილს ბერლინის მეტროს ვაგონში სექსი ჰქონდა


ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა მამაკაცების სექსუალური პრობლემების მოგვარების მხრივ და უკვე შეიძლება ითქვას კიდეც, რომ დიდი ალბათობით მალე გამოჩნდება აფთიაქებში ძალიან ეფექტური პრეპარატი, რომელიც მამაკაცის ორგანიზმს ენზიმ არომატაზას გამომუშავებაში დაეხმარება, რის შედეგადაც ასაკოვანი და სექსუალური პრობლემების მქონე მამაკაცები ახალგაზრდულად იგრძნობენ თავს, რაც ასევე ძალიან ეფექტურ “ვიაგრასთან” ერთად ნამდვილი რევოლუცია იქნება სექსუალური დისფუნქციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.


ასევე დაგაინტერესებთ: კვლევა: მარტოხელა ადამიანებს ნაკლები სექსი აქვთ



სექსი

0
591
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0