x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ქალი, რომელსაც დღეში 50 ორგაზმი აქვს, პლატონურად არის შეყვარებული

ამანდა გრეისი

ფოტოზე: ამანდა გრეისი


ამანდა გრეისის ცხოვრება ერთი ძალიან იშვიათი ავადმყოფობით არის დაღდასმული: სულერთია, სექსი აქვს თუ არა, ახალგაზრდა ქალი ყოველდღიურად 50-მდე ორგაზმს განიცდის, რითაც მისი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად არის გაუარესებული.


თუმცა ამანდას ცხოვრებაში ბოლო დროს სიახლეებია: მან იპოვა ექიმი, რომელიც განკურნებას დაჰპირდა და ასევე უკვე ჰყავს მეგობარი ბიჭი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს.



თუმცა, ამანდას ურთიერთობაში არსებობს ერთი "მაგრამ." ახალმა ექიმმა მას თავის ბოიფრენდთან სექსი აუკრძალა. ამიტომ ქალი, რომელსაც დღეში 50 ორგაზმი აქვს, თავის ახალ ბიჭთან მხოლოდ პლატონური სიყვარულით უნდა შემოიფარგლოს.


ამანდამ თავისი ახალი სიყვარული გაცნობის საიტის მეშვეობით იპოვა.


"როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით და მე ის დავინახე, მივხვდი, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, " განაცხადა ამანდას ბოიფრენდმა, სტიუარტმა.


"ძალიან რთული იყო, მეგობარი ბიჭისთვის ჩემი ავადმყოფობის შესახებ მომეყოლა, " თქვა ამანდამ.


ამანდას მკურნალი ექიმი, რობერტ ეხენბერგი არის ძალიან ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტი და მან თერაპიის მიზნით ამანდას ბოლომდე განკურნებამდე სექსისგან თავის შეკავება ურჩია.


"რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან ძნელი იყო, აკრძალვას შევგუებოდი, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ამას ერთად გადავიტანთ, " განაცხადა სტიუარტმა.


"ძალიან მიხარია, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. ერთად ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს მივაღწევთ. დადგება დღე და ერთხელაც ჩვენც გვეღირსება ნორმალური ცხოვრება, " ამბობს ამანდა.


ამანდას დაავადებას უწყვეტი სექსუალური აღგზნების სინდრომი ჰქვია და ის დღემდე მედიცინის მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ სულ რაღაც 22 ადამიანს დაუდგინეს მთელ პლანეტაზე.

ამანდა გრეისი პარტნიორთან ერთად

ფოტოზე: ამანდა გრეისი პარტნიორთან ერთად

0
901
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0