ქალი და მამაკაცი 13 წლის ფეხმძიმე გოგონა და კატასტროფული სიტუაცია, რაც რუსეთში ნაადრევი ორსულობების მხრივ სუფევს 2023, 30 ივნისი, 17:23 ეს შოკისმომგვრელი ამბავი რუსეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა ის დღემდე აქტუალობას არ კარგავს. 13 წლის დარია სუდნიშნიკოვამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას მუცელი იმდენად აშკარად ჰქონდა წამოზრდილი, რომ მეგობრებმა ურჩიეს, გინეკოლოგისთვის მიემართა. მოგვიანებით გოგონამ თავად განაცხადა კიდეც, რომ ფეხმძიმედ იყო.
დარიას მეგობრებმა იცოდნენ, რომ მას 10 წლის შეყვარებული ჰყავდა, რომელთან ერთადაც ის ხშირად დადიოდა ხელიხელჩაკიდებული, თუმცა 10 წლის ბავშვი ნაყოფის მამა რომ ვერ იქნებოდა, აღნიშნულის შესახებ სამედიცინო ექსპერტმაც განაცხადა. მართლაც, მოგვიანებით ძიებამ დაადასტურა, რომ ნაყოფის მამა დარიას 15 წლის თანასკოლელი იყო, რომელმაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა გოგონაზე. ბიჭი მას ეუბნებოდა, რომ საშინელ ჭორებს გაუვრცელებდა. „ყველას ვუამბობ, რომ უარს არავის ეუბნები და მერე შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა, ” — უთხრა მოძალადემ გოგონას, რის გამოც დარია მას დანებდა. დღეს გოგონა უკვე 16 წლისაა და ბავშვს თავის 13 წლის შეყვარებულთან ერთად ზრდის. ეს ფაქტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ამერიკასა და ევროპაში, სადაც 13 წლის ბავშვის ორსულობა მიღებული არ არის. ამიტომ მსხვილი დასავლური მედიასაშუალებები ინტენსიურად წერდნენ ამის შესახებ. რუსეთი მცირეწლოვანთა ორსულობის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას. აქ 15-დან 19 წლამდე 1000 გოგონიდან ყოველწლიურად 30, 2 აჩენს ბავშვს, რაც მართლაც კატასტროფული რიცხვია. ხშირად ერთი და იგივე გოგონები ბავშვებს აჩენენ, ილოგინებენ და შემდეგ კვლავ და კვლავ ორსულდებიან. ახალგაზრდა დედებს ბავშვებზე ზრუნვის უნარი უმეტეს შემთხვევაში არ შესწევთ და ეს უკანასკნელებიც საბავშვო სახლების ბინადრები ხდებიან. საკუთრივ დარია სუდნიშნიკოვას რაც შეეხება, მან მეორე ორსულობის შესახებ 2021 წელს განაცხადა, როცა უკვე 15 წლის იყო, თუმცა მეორე ჯერზე მან ორსულობის შეწყვეტა ამჯობინა. 728 2-ს მოსწონს 1-ს არა
|