ქალი და მამაკაცი რა ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალიშვილი და რა იყო მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება? 2020, 13 დეკემბერი, 1:05 ელისაბედ კ.-მ მისი 108-წლიანი სიცოცხლის მანძილზე ბევრი რამ გამოსცადა და როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მის თავზე, თორემ სხვა ყველაფერი იხილა, თუმცა ბერლინის ხანდაზმულ მკვიდრს, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, ცხოვრებაში სექსი არ ჰქონია. როგორც ქალმა ჟურნალისტს განუცხადა, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა და მისივე სიტყვებით, “საწოლში არასოდეს არავის ჩაგორებია”.
როგორც ქალმა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, გაზეთ “ბილდს” უთხრა, არც არასოდეს უგრძვნია მოთხოვნილება, ვინმესთან სექსი ჰქონოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქალმა ოჯახიც კი შექმნა და 25 წლის ასაკის ვინმე ალბერტს გაჰყვა ცოლად, თუმცა სექსი მასთანაც არ ჰქონია. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ალბერტი მოტოციკლით საგზაო შემთხვევაში მოყვა, მისმა სხეულმა სექსუალური ფუნქცია მთლიანად დაკარგა, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი ელისაბედ კ.-სთვის, ალბერტის ცოლად დარჩენილიყო და ეზრუნა საკუთარ ქმარზე ამ უკანასკნელის გარდაცვალების დღემდე. ქმრის გარდაცვალების შემდეგაც ელისაბედი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა სექსზე მაინც სამუდამოდ ჩაიქნია ხელი. საქმე იმაშია, რომ ქალის მამა ღრმადმორწმუნე კათოლიკე დიაკონი გახლდათ, რომელსაც ასკეტიზმი და “ხორცის დათრგუნვის” ჩვეულება ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი და საკუთარი ქალიშვილიც ამგვარი სულისკვეთებით გამოზარდა. ის ელისაბედს გამუდმებით უკან დასდევდა და მუხლებით დამტვრეულ აგურზეც კი აყენებდა, თუ ქალი ბიჭებს გამოელაპარაკებოდა. მამა ქალიშვილს ხშირად ჩასჩიჩინებდა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, სადაც ეშმაკები უსასრულოდ აწამებდნენ, თუ სექსზე ფიქრს სამუდამოდ თავიდან არ ამოიგდებდა. თანდათან ქალიც შეეგუა იმ აზრს, რომ სექსი მას არაფერში სჭირდებოდა და ბედნიერების მოპოვება მის გარეშეც შეეძლო. სექსის მოძულე ბერლინელი ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ როგორმე სამოთხეში მოხვედრილიყო სიკვდილის შემდეგ. “ბედნიერი ვარ, რომ საყვარელი უფალი იესო ქრისტე მე ისევე უმწიკვლოს და უბიწოს ჩამიბარებს, როგორიც მან ამქვეყნად მომავლინა”, - 2011 წელს განუცხადა ჯერ კიდევ 106 წლის ბერლინელმა გამოცემა “ბილდის” ჟურნალისტს, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა მასთან. 262 შეფასება არ არის
|