x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: რა კავშირია თამბაქოს მოხმარებასა და თრომბების წარმოქმნის რისკს შორის?
ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, რაც თრომბების წარმოქმნის რისკს ზრდის. გარდა ამისა ნიკოტინი წნევას ზრდის, ახშირებს გულისცემას და სისხლის გასქელებასაც უწყობს ხელს. ეს ყოველივე კი დამატებითი რისკებია.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თრომბების 9 %-ზე მეტს თამბაქოს მოხმარება იწვევს. კვლევამ დაადასტურა, რომ ნიკოტინი კატეხოლამინების გამოყოფას უშლის ხელს. ეს პროცესი სისხლის მიმოქცევას აფერხებს. გარდა ამისა, ნიკოტინი ერთმანეთზე აწებებს სისხლის უჯრედებს და ამგვარად სისხლის შედედებას ახდენს. ამის შედეგად წარმოიქმნება თრომბი, რომელიც სისხლძარღვს კეტავს.


თამბაქოს მოხმარება განსაკუთრებით ზრდის ვენური თრომბოემბოლიის რისკს. ეს რისკი სხვადასხვა ფაქტორების (ასაკი, ზედმეტი წონა და ა. შ.) კიდევ უფრო მატულობს.


რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ადამიანი, მით უფრო იზრდება იმის რისკი, რომ ის თრომბოემბოლიით დაიღუპება.



მოხმარებული თამბაქოს მოცულობასა და თრომბების წარმოქმნის რისკს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 21 კვლევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანს, რომელიც დღეში 14 სიგარეტს ეწევა, ვენური თრომბოემბოლიის 20 %-ით მომატებული რისკი აქვს არამწეველებთან შედარებით, ხოლო მას, ვინც დღეში 25-ზე მეტ სიგარეტს ეწევა - 63 %-ით.


სხვა კვლევამ, რომლის პროცესში 35 ათასამდე ვენური თრომბოემბოლია გაანალიზდა, დაადასტურა, რომ შემთხვევათა 8, 7 % პირდაპირ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდებოდა.


ვენური თრომბოემბოლიის რისკი 10, 2 %-ით იზრდება ყოველი 10 მოხმარებული სიგარეტის პარალელურად. გარდა ამისა, სერიოზული მნიშვნელობა აქვს ასევე იმასაც, თუ რამდენი წლის მანძილზე მოიხმარს ადამიანი თამბაქოს. ასე მაგალითად, ის, ვინც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს 10 წლის მანძილზე ეწევა, თრომბოემბოლიის რისკს 6, 1 %-ით იზრდის. შესაბამისად, ვინც 20 წლის მანძილზე ეწევა დღეში 20 სიგარეტს - 12, 2 %-ით, ვინც 30 წლის მანძილზე ეწევა დღეში 20 სიგარეტს, 18, 3 %-ით და ამგვარად, 6, 1 %-ით ერთი კოლოფი სიგარეტის მოხმარების ყოველი 10 წლის მანძილზე.


ამასთან, განსაკუთრებით დიდია თრომბოემბოლიის რისკი, თუ ადამიანი ასაკშია შესული, მაგრამ სიგარეტსაც ეწევა და თან ზედმეტი წონითაც გამოირჩევა. ამაზე ბრიტანული კვლევა მოწმობს, რომელშიც 731, 728 ადამიანი მონაწილეობდა.


ჩასახვის საწინააღმდეგო აბები თამბაქოსთან კომბინაციაში ასევე უაღრესად სახიფათოა. ამაზე მოწმობს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც 9000 ქალი შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც ეწეოდნენ და თავს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით იცავდნენ, 8, 8-ჯერ უფრო ჰქონდათ მომატებული თრომბოემბოლიის რისკი, ვიდრე ქალებს, რომლებიც არც ეწეოდნენ და არც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით იცავდნენ თავს.


მოწევა

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0