x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კატასტროფის ზღვარზე: რამდენ ხანს გასტანს ევროპაში კარანტინი
კორონავირუსი


ოფიციალურ ცნობებს თუ ვენდობით, იტალიაში კორონავირუსისგან უკვე იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.


მთლიანად ამჟამინდელი მონაცემებით აქ უკვე 3405 ადამიანია დაღუპული. ჩინეთში ეს რიცხვი ნაკლებია და 3245-ს შეადგენს.


თუმცა, იტალიისგან განსხვავებით ჩინური სტატისტიკური მონაცემების ნდობა არ შეიძლება. ჩინეთი ტოტალიტარული სახელმწიფოა, სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა და რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს. თვეების მანძილზე, როცა აქ კორონავირუსი იყო მოდებული, აღნიშნული ქვეყნის მმართველი ძალა დაავადების გავრცელების ფაქტს ასაიდუმლოებდა. ამიტომ განა ასეთ ხალხს გამოჯანმრთელების ან გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემების გაყალბება გაუჭირდება? რა თქმა უნდა, არა.



მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, ევროპის ქვეყნები განიხილავენ 14-დღიანი კარანტინის გაგრძელების შესაძლებლობას.


იტალიაში 14-დღიანი კარანტინი 12 მარტს დაიწყო. ის 25 მარტს იწურება. თუმცა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაგრძელების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელებს ისევ სახლში მოუწევთ დარჩენა.


იგივე ხდება საფრანგეთში. ეს ქვეყანაც განუსაზღვრელი ვადით აგრძელებს კარანტინს.


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს (!) ეპიდემია შეიძლება დაცხრომისკენ წავიდეს, თუმცა საამისოდ არანაირი გარანტია არ არსებობს. ეს მხოლოდ ბორის ჯონსონის პირადი მოსაზრებაა და მეტი არაფერი.


პორტუგალიამ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა აცხადებს, რომ კიდევ რამდენიმე თვეს შეიძლება იგივე სიტუაციამ გასტანოს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობაც გაგრძელდეს.


გაურკვევლობაა ასევე ესპანეთში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. არავინ არ იცის, კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა რამდენ ხანს გასტანს, რაც ძალიან ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარების ბუნებრივ პროცესზე.


კორონავირუსი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 44-ს მიაღწია. გუშინ გაიმართა სინოდის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ორთოდოქსული ეკლესია არ აპირებს საერთო კოვზით ზიარების წესის შეცვლას და არც ტაძრებში გამართულ ხალხმრავალ შეკრებებზე იტყვის უარს, რაც კატასტროფის ტოლფასია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის ათასობით მორწმუნე, რომლებიც ბრმად ენდობიან მის ავტორიტეტს, სასიკვდილოდ გაწირა.


ქართული ორთოდოქსული ეკლესიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დადგენილებას, რომელმაც ორთოდოქსულ ეკლესიებს ზიარების წესის ცვლილებისკენ მოუწოდა.

0
632
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0