სიახლეები ბრიტანეთში ზამთარში კორონავირუსით 120 ათასი ადამიანის გარდაცვალებას მოელიან 2020, 15 ივლისი, 0:27 როგორც სამედიცინო დარგის ექსპერტები აცხადებენ, ბრიტანეთმა ინტენსიური მზადება უნდა დაიწყოს კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, რომელსაც შესაძლოა 120 ათასი ადამიანის დაღუპვა მოყვეს.
ცნობილია ასევე ისიც, რომ თუ ხელისუფლება დღეიდანვე არ დაიწყებს მზადებას ყველაზე უარესისთვის, რაც ზამთარში შეიძლება მოხდეს, შედეგები გაცილებით უფრო სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს პირველი ტალღის შემთხვევაში იყო.
”სიტუაციის მიდელირების მეშვეობით ჩვენ ვნახეთ, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობა ამ ზამთარს უფრო მაღალი შეიძლება იყოს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ რისკები შემცირდება, თუ ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ”, - განაცხადა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის იმუნოფარმაკოლოგიის პროფესორმა სტეფენ ჰოლგეიტმა, რომელიც ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შესაძლო სცენარებზე მუშაობს.
ზამთარში ვირუსი გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, რადგან ბნელი საღამოები ადამიანებს აიძულებს, შენობების შიგნით მეტი დრო გაატარონ. გარდა ამისა, ზაფხულისგან განსხვავებით ზამთარში არც ოთახების განიავება არ მიმდინარეობს, რაც ასევე ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ევროპის არცერთ ქვეყანას არ ჰქონია სიკვდილიანობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც დიდ ბრიტანეთს. 44 968 - სწორედ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა ”ნისლიან ალბიონზე” კოვიდ-19-ის შედეგად, რაც უპრეცედენტოა. ამიტომ ექსპერტების შეშფოთება სრულიად დროულია. მთავარი ახლა ისაა, თუ როგორ გაართმევს ბორის ჯონსონის მთავრობა ამ ახალ ტესტს თავს, როცა კორონავირუსის პირველი ტალღის შემთხვევაში ჩაფლავდა და სრული ფიასკო განიცადა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ათიათასობით ადამიანს. 51 შეფასება არ არის
|