სიახლეები ახალგაზრდა და-ძმა კორონავირუსით ერთ კვირაში გარდაიცვალა 2020, 20 დეკემბერი, 14:32 39 წლის ადელიტა კრუზ ტრევინო და მისი ძმა, ნიკოლას ტრევინო მხოლოდ და-ძმა კი არა, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ. ორივე მათგანი კორონავირუსით სულ რაღაც ერთ კვირაში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ “სი ენ ენი” იუწყება. და-ძმას კორონავირუსი 6 ნოემბერს დაუდგინდა მას შემდეგ, რაც მათ კალიფორნიაში იმოგზაურეს, სადაც ბიძის დასაფლავებას დაესწრნენ. ადელიტა 29 ნოემბერს დაიღუპა ჰოსპიტალში. ხოლო ძმა დის დასაფლავებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. “ამას არცერთ ადამიანს არ ვუსურვებ”, - განუცხადა მათმა საერთო ძმამ, დანიელ ტრევინომ “სი ენ ენს”. “ჩემი და 39 წლის იყო, ხოლო ძმა 35 წლის. ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მთელი ცხოვრება წინ ჰქონდათ. მაგრამ საუბედუროდ მათი ცხოვრების გზა ვირუსის გამო შემოკლდა”. ადელიტას ინფიცირებისთანავე ვირუსის ყველა სიმპტომი გამოუვლინდა. იმავე დღეს ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომელიც ვეღარ დატოვა. ადელიტას ძმა, ნიკოლასი მომდევნო დღეს შემოწმდა და ვირუსის დადასტურების შემდეგ სახლში, კარანტინში გაიწერა. მისი ჰოსპიტალიზება ერთი კვირის შემდეგ მოხდა, როცა მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. და-ძმა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდა მიჩიგანის შტატის ქალაქ ჰარტფორდში. ორივე მათგანი მეუღლეებთან დაშორებული იყო. მათ 11 შვილი ჰყავდათ და თერთმეტივეზე დამოუკიდებლად ზრუნავდნენ. ორივე ყოველდღიურად ხვდებოდა ერთმანეთს, იქნებოდა ეს საოჯახო ბარბექიუ თუ საბავშვო წვეულებები. ისინი შვილებს ერთად ზრდიდნენ. და-ძმის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე მზრუნველობა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ითავა. “პირბადის ტარება დროებითია”, - განუცხადა დანიელ ტრევინომ “სი ენ ენს”. “ხოლო როცა ვინმეს კარგავ, ეს უკვე აღარ არის დროებითი”. 156 შეფასება არ არის
|