სიახლეები კომპანია Moderna-ს ვაქცინას კორონავირუსის სამხრეთაფრიკულ შტამთან გამკლავება უჭირს 2021, 29 იანვარი, 0:08 კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ მის ვაქცინას სავარაუდოდ შეუძლია, ჩამოაყალიბოს იმუნიტეტი კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ, თუმცა “რამდენადმე” რთულად უწევს წინააღმდეგობას სამხრეთაფრიკულ ვარიანტს.
პირველადი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, ანტისხეულებს, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად ჩნდებიან, შეუძლიათ “ამოიცნონ” ვირუსის ახალი ვარიანტები და ებრძოლონ მათ. კვლევაში გამოყენებულ იქნა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშები. ცდის რვავე პირს გაკეთებული ჰქონდა 2 დოზა Moderna-ს ვაქცინა. შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო და უტყუარი დასკვნების გამოტანა მხოლოდ გაცილებით უფრო ხანგრძლივი კვლევების განხორციელების შედეგად არის შესაძლებელი. კორონავირუსის ახალი შტამები უკვე მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი. სამხრეთაფრიკული და ბრიტანული მუტაციები პირველ ვარიანტზე გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამასთან, ბრიტანული ვარიანტის სიკვდილიანობაც მაღალია. Moderna-ში აცხადებენ, რომ ვირუსის სამხრეთაფრიკულ ვარიანტთან მიმართებით ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმს სუსტი პასუხი აქვს. ფირმაში განმარტავენ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა ადამიანს სამხრეთაფრიკულ ვარიანტთან მიმართებით “ნაკლებად ხანგრძლივ” დაცვას შესთავაზებს. ამასობაში საქართველოში გამოქვეყნდა “ენ დი აის” კვლევა, რომლის თანახმად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას საქართველოს მისახლეობის მხოლოდ 41 % აპირებს. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია, რადგან მინიმუმ მოსახლეობის 80 % უნდა აიცრას, რათა ვირუსის გავრცელება შეწყდეს. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, აწარმოოს ეფექტური პიარკამპანია ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის უნდობლობის დასაძლევად. 15 შეფასება არ არის
|