სიახლეები ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტი ამბობს, რომ მალე კორონავირუსით დედამიწის მოსახლეობის 70 % დაავადდება 2020, 26 თებერვალი, 20:39 ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი მარკ ლიპსიჩი ამბობს, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე კორონავირუსით დედამიწის მოსახლეობის 70 % დაავადდება, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების შეჩერება უკვე შეუძლებელია. ამის შესახებ “The Atlantic Reports”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ. თუმცა, იქვე ამერიკელი ექსპერტი დასძენს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვისაც აღნიშნული ვირუსი შეხვდება, ავადმყოფობას ვერც კი იგრძნობს ან მას გადაიტანს ძალიან იოლ ფორმებში, რადგან ზუსტად ასე ხდება იმ პაციენტების შემთხვევაში, ვისაც უკვე დაუდგინეს კორონავირუსი და ვისაც რაიმე სხვა მძიმე და ქრონიკული ავადმყოფობა არ სჭირს ან ვინც ძალიან ღრმა სიბერის ასაკში არ არის.
თუმცა, მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის ქონა და ხანდაზმული ასაკიც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. მაგრამ ორივე ეს ფაქტორი სამწუხაროდ მნიშვნელოვნად ზრდის კორონავირუსით გარდაცვალების შანსებს.
აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტი თავის ამ ვარაუდში მარტო არ არის და მის აზრს ბევრი სხვა ეპიდემიოლოგიც იზიარებს დედამიწის სხვადასხვა კვლევითი და სამეცნიერო ცენტრებიდან. ყველაზე საუკეთესო, რაც კი ეპიდემიის გავრცელების დროს საკუთარ ჯანმრთელობას შეგიძლიათ გაუკეთოთ, არის სიგარეტისთვის თავის დანებება, რადგან თამბაქოს მოხმარება მკვეთრად ზრდის იმის შანსებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში დამარცხდებით, რადგან თამბაქოს მომხმარებლები ისეთივე რისკჯგუფებში გადიან, როგორც სხვადასხვა მძიმე და ქრონიკული ავადმყოფობის მქონე და ხანდაზმული პირები. 1320 1-ს მოსწონს
|