x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სამარხვო ორცხობილა და მაფინები

image


ინგრედიენტები:


ბანანი – 1 ცალი

შაქარი – 1 ჭიქა

ზეთი – 3 ს. კ

ღუმელში გამომცხვარი გოგრის პიურე – 200 გრ.

ქიშმიში – 150 გრ.

შაქრიანი ვანილინი – 1 პაკეტი

სოდა – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ფქვილი – რამდენსაც შეიზელს (ცომი სქელი, არაჟნისებრი უნდა იყოს და კოვზიდან არ უნდა იღვრებოდეს)


მომზადება:


I. გაარჩიეთ ქიშმიში, გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი > როდესაც გაგრილდება, წყალი გადაწურეთ და რამდენიმე კოვზი ფქვილი შეურიეთ, რომ ქიშმიში ერთმანეთს არ შეეწებოს.

II. თასში მოათავსეთ ბანანი > დაჭყლიტეთ ჩანგლით > დაამატეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ > დაამატეთ მარილი, ვანილინი და ზეთი > გამომცხვარ გოგრის რბილობი გახეხეთ სახეხზე და დაამატეთ მასას > კარგად ათქვიფეთ.

III. სოდა შეურიეთ 1 ჭ. ფქვილს > დაამატეთ მასას და კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ ნელ–ნელა ფქვილი, მანამდე, ვიდრე საჭირო კონსტინტენცას არ მიიღებთ > დაუმატეთ ქიშმიში.

(თუ ამის შემდეგ, იმდენ ფქვილს შეაზელთ, რომ რბილი გასაბრტყელებელი ცომი მიიღოთ, შეგიძლიათ 1 სმ–ს სისქეზე გააბრტყელოთ, ორცხობილას ფორმებით, ან დანით დაჭრათ და ცხიმწასმული კალკით გამოაცხოთ).

IV. ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმაში, ან ნებისმიერ საცხობ ფორმაში > სურვილის შემთხვევაში, მაფინზე მოათავსეთ ალუბლის ან შინდის მურაბა.

V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


P. S. ეს კლასიკური კექსის გადაკეთებული რეცეპტია. მასში მხოლოდ სამი ინგრედიენტია შეცვლილი: 2 კვერცხი – ბანანმა ჩაანაცვლა, 100 გრ. კარაქი – ზეთმა და 200 გრ. არაჟანი – გოგრის პიურემ.

ორივე კექსი, სამარხვოც და კლასიკურიც, ერთნაირად გემრიელია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია

* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)

* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!



1
36
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
36
  
2023, 20 იანვარი, 22:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1