x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

შუა საუკუნეებში, მსახურს, რომელიც საკმარის სიბრძნეს და ერთგულებას გამოიჩენდა სულთნის მიმართ, შეეძლო ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამხდარიყო. თუმცა ამისათვის, მსხვერპლის გაწევაც უწევდა — ასეთი დიდი თანამდებობის დასაკავებლად, ის საჭურისი უნდა ყოფილიყო...


image


ოსმალეთის ისტორიისთვის ბევრი ფაქტია ცნობილი, როდესაც სახელისუფლებო კასტრატი მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა და მას სახელმწიფოს ფინანსების კონტროლის, ადამიანთა ბედის განკარგვის და თვით «მსოფლიოს მბრძანებლისთვის» რჩევების მიცემის უფლება ეძლეოდა.

რთული სათქმელია, პირველად როდის და რომელ სულთანს გაუჩნდა, საკუთარი ქვეშევრდომის დასაჭურისების იდეა, მაგრამ ასურული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ, 4 ათასი წლის წინ, მეფის ბრძანებით, ყველა სახელმწიფო მოხელეს ასაჭურისებდნენ, რომ მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე და ახალი დინასტიის შექმნაზე არ ეფიქრათ.

მოგვიანებით, ამ ქვეყანაში, მამაკაცებისთვის სასქესო ორგანოების მოკვეთა, რიტუალური მიზნებისთვის დაიწყეს. კუ-ბაბას (ნაყოფიერების ქალღმერთი მესოპოტამიაში) ქურუმები საკუთარ მამაკაცობას მსხვერპლად, პირდაპირ ქალღმერთის საკურთხეველთან სწირავდნენ, რომ მას ადამიანებისთვის უხვი მოსავალი მიეცა და ის გვალვისგან და კალიებისგან დაეცვა.


imageქალღმერთი კიბელე


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში, კუ-ბაბას კულტი დიდი დედის კიბელეს თაყვანისცემაში გადაიზარდა. ხოლო, კართაგენის დაცემის შემდეგ, ის რომაელების თაყვანისცემის ობიექტიც გახდა.

ლეგენდის თანახმად, დიდი დედის ქურუმები საჭურისები იყვნენ, ამიტომ, მის ტაძრებში, რომის იმპერიის ტერიტორიაზე, მხოლოდ უცხოელები მსახურობდნენ — რომაელებში მამაკაცური ძალის კულტი იყო გამეფებული და მოქალაქეების კასტრირება, მათ შორის, მონებისაც კი, მკაცრად იკრძალებოდა.

რომის დაცემის შემდეგ, იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა და ახალ სახელმწიფოში კასტრატებისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა, უფრო კეთილგანწყობილი გახდა. საჭურისები მხოლოდ ქურუმები აღარ იყვნენ. მათი დანიშვნა უკვე იმპერატორის სასახლეში, სახელმწიფო მოხელის თანამდებობებზე ხდებოდა.

1453 წელს, მუჰამედ II მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო საკუთარ თავს «მსოფლიოს მბრძანებელი» უწოდა, რაც მისი სამფლობელოების სიდიდის გათვალისწინებით, სიმართლისგან არც ისე შორს იყო.

imageოსმალეთის იმპერიის სულთნები ხშირად იღებდნენ საჩუქრებს დაპყრობილი ქვეყნების მმართველებისგან და სხვა ნივთებთან ერთად, სულთნის სასახლეში, ეგვიპტელი საჭურისებიც ხვდებოდნენ.

ამრიგად, პირველი საჭურისები, რომლებიც სულთნის სასახლეში გამოჩნდნენ, ეგვიპტელები იყვნენ. თუმცა, კონსტანტინოპოლის დაპყრობიდან, პირველი 100 წლის მანძილზე, სულთნის სასახლეში, საჭურისების უმრავლესობა თეთრკანიანი იყო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მუსლიმებს ადამიანის კასტრირებას რელიგია უკრძალავდა. ამიტომ, დიდი ხნის მანძილზე, «საჭურისების ბიზნესი» ქრისტიანების პრეროგატივა იყო.

ოსმალებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე ჯიზია დააწესეს. ეს ყოველწლიური გადასახადი იყო, რომელსაც სხვა რელიგიის მიმდევრები, საკუთარი ხელშეუხებლობისთვის იხდიდნენ და უფრო ხშირად, ეს გადასახადი სულობრივი კი არა, კომლობრივი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საჭირო თანხის გადახდას ვერ შეძლებდა, ხარკის შემგროვებელს, ოჯახიდან, ბავშვები წაყვანის უფლება ჰქონდა.

დროთა განმავლობაში, ოსმალეთის იმპერია გამდიდრდა, მოთხოვნა გაიზარდა ფუფუნების საგნებზე და საჭურისებზე... და რადგან «მოთხოვნა, მიწოდებას განსაზღვრავს», — თუ XV საუკუნის II ნახევრამდე, სულთნის ჰარემს 20 საჭურისი ემსახურებოდა, XVI საუკუნის დასაწყისისთვის, მათი რიცხვი სასახლეში, 600−800-მდე გაიზარდა!

კასტრირების ოპერაციას, ხშირ შემთხვევაში, ჯიზიას გადაუხდელობის გამო, ოჯახიდან წამოყვანილ ბავშვებს უტარდებოდა, ვიდრე მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი დაეწყებოდათ და ამისთვის, იდეალურ ასაკად, რატომღაც, 8 წელი ითვლებოდა. მსხვერპლს სკამზე აბამდნენ და სასქესო ორგანოებს აჭრიდნენ. ხოლო, სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომში ინფექციის განვითარებისგან თავდაცვის მიზნით, ჭრილობის მოწვა გავარვარებული ლითონით ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ოპერაციის შემდეგ, უმრავლესობა ინფექციის გამო იღუპებოდა. ბავშვები ოპერაციის მსვლელობის დროსაც იღუპებოდნენ — ზოგი ტკივილით გამოწვეული შოკით, ზოგიც, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვით. რაც შეეხება გადარჩენილებს, რამდენიმე თვის მანძილზე, ისინი ძლიერი ტკივილით იტანჯებოდნენ.


image


მურად III, რომელიც იმპერიას XVI საუკუნის II ნახევარში მართავდა, შავი საჭურისების მოდა შემოიღო. მონებს, ხშირ შემთხვევაში, სუდანში იტაცებდნენ ან ყიდულობდნენ. ისინი ეგვიპტეში ან აბისინიაში (ამჟამად, ეთიოპია) გადაჰყავდათ და ოპერაციებს ქრისტიანულ ტაძრებში უკეთებდნენ. ხოლო, ამის შემდეგ, «ცოცხალი საქონელი», უკვე სტამბოლის მონათა ბაზარზე, ან უშუალოდ, დამკვეთთან ხვდებოდა.

ისლამურ სამყაროში, აფრიკელი საჭურისი ძვირად ფასობდა — მასში ბევრად უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე ლამაზ თეთრკანიან გოგონაში. დროთა განმავლობაში, სულთნის სასახლეში შავკანიანი საჭურისები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და თეთრკანიან საჭურისებს ჰარემში შესვლა აეკრძალათ. ამასთან, აფრიკელი საჭურისები თვით სულთანს ემსახურებოდნენ. ისინი სასახლის აპარტამენტებში, მის სიმშვიდეს და სიცოცხლეს იცავდნენ.

აფრიკელი საჭურისების უფროს კიზლარ-აღას («გოგონების ბატონი») ეძახდნენ. თუმცა, რეალურად, ის სულთნის ჰარემის და სასახლის ყველა მსახურის უფროსი იყო. ხოლო, თუ მის თანამდებობას, იერარქიული კიბის თვალსაზრისით განვიხილავთ, ის — სულთნის, დიდი ვეზირის და მუფთის (უმაღლესი სასულიერო პირი ისლამურ სამყაროში) შემდეგ, მეოთხე კაცი იყო იმპერიაში.

imageამრიგად, სასქესო ორგანოების მოკვეთის მტკივნეული ოპერაციის გადატანის და ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემდეგ, საჭურისები პრივილეგიებს იღებდნენ, რომელსაც პერსპექტივაში, კასტრირების შედეგად მიღებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსირება შეეძლო — მათთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა «სოციალური ლიფტი» და საკმარისი გონიერების შემთხვევაში, სულთნის კარზე, კარგი კარიერის გაკეთება შეეძლოთ.

კიზილ–აღას დიდი გავლენა ჰქონდა სასახლეში, რაც ჰარემთან კავშირს და ვალიდე სულთანთან (სულთნის დედა) ჰარმონიულ ურთიერთობას ეფუძნებოდა. ეს ქალბატონები XVI−XVII საუკუნეებში, იმხელა ძალაუფლებას ფლობდნენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსსაც კი განსაზღვრავდნენ.


imageკიზილ აღა. XIX ს. გრავიურა


კიზილ აღა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც უშუალო წვდომა ჰქონდა ჰარემთან, ვალიდესთან და პირადად, სულთანთან. ის, მათ შორის, ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფდა და ყველაფერი იცოდა, რაც სასახლეში და ქვეყანაში ხდებოდა. ასეთი ადამიანი ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო და ამიტომ, უცხოელი ელჩები მასთან დაახლოებას და მეგობრობას ცდილობდნენ. ამ მიზნის მისაღწევად კი, მას საჩუქრებით ავსებდნენ.

იმპერიის მთავარი საჭურისი, ამავდროულად, იმ ქონების და მიწების მმართველიც იყო, რომელსაც მორწმუნეები მეჩეთებს სწირავდნენ. ამ ფონდით ხდებოდა წმინდა ქალაქების — მექას და მედინას დაფინანსება. გარდა ამისა, კიზილ აღა სულთნის ცოლების ფინანსებსაც აკონტროლებდა და მართავდა.

საჭურისების უფროსის შემოსავალი, ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 ათას ქურუშს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით, 1, 5 მლნ. დოლარის ეკვივალენტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ფონდების მართვით მიღებული ანაზღაურება არ იყო. კიზილ აღა ოსმალეთის იმპერიის კორუფციის სათავეში იდგა — მის ხელში გადიოდა ქრთამი, «გათეთრებული ფული» და ე. წ. «ატკატების» უმრავლესობა.

საჭურისების ეპოქის დასასრული XIX ს-ის დასაწყისში, ქვეყანაში შემოსული, ევროპული მოდის გავლენით დაიწყო. სულთანმა მაჰმუდ II ფინანსთა სამინისტრო ჩამოაყალიბა და ყველა სახის ფონდის კონტროლი მის დაქვემდებარებაში მოაქცია. შედეგად, საჭურისებმა ფინანსური დამოუკიდებლობა დაკარგეს და მასთან ერთად, ძალაუფლების ლომის წილიც. იქიდან მოყოლებული, კიზილ აღას მხოლოდ სასახლის ტერიტორიის მართვა ევალებოდა.

1871 წელს ოსმალეთის იმპერიაში მონებით ვაჭრობა აიკრძალა და საჭურისებიც გაქრნენ, რადგან საკუთარი ნებით, საჭურისად გახდომა არავის უნდოდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)

* კატის უცნაური ლოგიკა, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაიგებს (25 სახალისო ფოტო)

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!

* რა უნდა ვიცოდეთ ყიდვა–გაყიდვის შესახებ, რომ არ მოვტყუვდეთ?.. და სხვა სასარგებლო რჩევები

* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე

* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს

* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)



1
1131
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1131
  
2023, 17 იანვარი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1