x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

image

ერთმა ამერიკელმა მეზღვაურმა წერილი მიიღო ქალისგან, რომელიც არასოდეს ენახა. მას როუზი ერქვა. მათი მიმოწერა სამ წელს გაგრძელდა. როდესაც მეზღვაური წერილს კითხულობდა და საპასუხოდ წერდა, ხვდებოდა, რომ ამ წერილების გარეშე, ცხოვრება აღარ შეეძლო. მათ ერთმანეთი ისე შეუყვარდათ, რომ ეს ვერც კი გააცნობიერეს. როდესაც მეზღვაურს სამსახურის ვადა ამოიწურა, მათ შეხვედრა ცენტრალურ სადგურზე დათქვეს, საღამოს 5 საათზე. ქალმა მიწერა, რომ სადგურში წითელი ვარდი ექნებოდა.
მეზღვაური დაფიქრდა: მას არასოდეს ენახა როუზის სურათი, არ იცოდა რამდენი წლის იყო, არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა, ლამაზი იყო თუ შეუხედავი, მსუქანი თუ გამხდარი.
მეზღვაური სადგურზე მივიდა, როდესაც 5 საათი შესრულდა, ქალი გამოჩნდა, წითელი ვარდით. ის, დაახლოებით, 70 წლის იქნებოდა.
მეზღვაურს შეეძლო მიბრუნებულიყო და წასულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ქალი მას წერილებს წერდა, ვიდრე ის ზღვაში იყო, შობაზე საჩუქრებს უგზავნიდა... ის ყოველთვის გრძნობდა მის თანადგომას. ამიტომ, ასე, უთქმელად მიტოვებას არ იმსახურებდა. მეზღვაური მივიდა ქალბატონთან, ხელი გაუწოდა და გაეცნო. ხოლო მოხუცმა უთხრა, რომ ის შეცდა, რომ როუზი მის ზურგს უკან იდგა.

ის შებრუნდა და ლამაზი, დაახლოებით, მისი ასაკის გოგონა დაინახა. მოხუცმა ქალბატონმა მას უამბო, რომ როუზიმ სთხოვა მას ვარდის დამაგრება. თუ მეზღვაური მიბრუნდებოდა და წავიდოდა, ყველაფერი დასრულდებოდა. ხოლო, თუ მასთან მივიდოდა, ის ნამდვილ როუზს აჩვენებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია

* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!



1
366
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
2023, 20 იანვარი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1