x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

image


მოკლე და ბრძნული იგავი ორი ტიპის აზროვნებაზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ბედს:

თუ შევეკითხებით ბუზს, არის თუ არა მის ირგვლივ ყვავილები, ის გიპასუხებს:

— არ მინახავს არანაირი ყვავილი, მაგრამ აი ის ორმო, ნაკელით არის სავსე.

და დაიწყებს იმ ადგილების ჩამოთვლას, სადაც ბევრი ნაკელი არის.

მაგრამ, თუ ფუტკარს შევეკითხებით, უნახავს თუ არა ირგვლივ რაიმე სახის უწმინდურობა, ის ვიპასუხებს:

— უწმინდურობა? არა, არ მინახავს. აქ უამრავი სურნელოვანი ყვავილია.

ერთი, ყვავილოვან ველზე, ნაკელს იპოვის, ხოლო მეორე, ჭაობზე ლოტოსის ყვავილს მონახავს და ნექტარს მოაგროვებს.

ადამიანებიც ასე ვართ. ჩვენ ყოველთვის იმას პოულობთ, რასაც ვეძებთ.


***


ერთმა მოხუცმა და ბრძენმა ადამიანმა უთხრა მეგობარს:

— დაათვალიერე ეს ოთახი და შეეცადე დაიმახსოვრო ყავისფერი ნივთები.

ოთახში ბევრი ყავისფერი ნივთი იყო და მეგობარმა სწრაფად გაართვა თავი ამ დავალებას.

მაგრამ, ბრძენმა მას შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:

— ახლა კი, თვალები დახუჭე და ჩამომითვალე ლურჯი ფერის ნივთები.

მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:

— მე ლურჯი ფერის ნივთები არ შემიმჩნევია. მე შენი დავალებით, მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ვიმახსოვრებდი!

ამაზე კი ბრძენმა უპასუხა:

— გაახილე თვალები და ირგვლივ მიმოიხედე. ოთახში ძალიან ბევრი ლურჯი ნივთია.

და ეს სრული სიმართლე იყო. ბრძენმა კი გააგრძელა:

— ამ მაგალითით შენთვის, ცხოვრების ჭეშმარიტება მინდოდა მეჩვენებინა: თუ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ეძებთ, ხოლო ცხოვრებაში — მხოლოდ ცუდს, მაშინ მხოლოდ მას ნახავ, მხოლოდ მას შეამჩნევ და მხოლოდ ის დაგამახსოვრდება და ის იქნება შენი ცხოვრების თანამგზავრი.

დაიმახსოვრე: თუ ცუდს ეძებ, მას აუცილებლად იპოვი და ვერასდროს შეამჩნევ კარგს... ამიტომ, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, საკუთარ თავს მორალურად ცუდისთვის მოამზადებ, — მაშინ ეს აუცილებლად დაგემართება.

მაგრამ, თუ კარგის იმედი გექნება, ცუდს აღარ მიიზიდავ... და მხოლოდ ხან და ხან გაგიცრუვდება იმედი — ცხოვრება, იმედგაცრუების გარეშე, ხომ შეუძლებელია?!


***


მოდიოდა თოვლი. ირგვლივ სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ფუმფულა ფიფქები ჰაერში ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით, უახლოვდებოდნენ დედამიწას. ორმა პატარა ფიფქმა, რომლებიც გვერდი-გვერდ მიფრინავდნენ, ერთმანეთში საუბარი გააბა. ხოლო, ჰაერის ნაკადებს რომ არ დაეშორებინა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ერთმა ფიფქმა მეორეს უთხრა:

— როგორი ენით აღუწერელი შეგრძნებაა ფრენის განცდა!

— ჩვენ არ მივფრინავთ, ჩვენ ვარდებით! – უთხრა, მოწყენილი ხმით, მეორე ფიფქმა.

— ჩვენ მალე დედამიწაზე დავეშვებით და თეთრ, ფუმფულა, საფრად გადავიქცევით.

— არა, ჩვენ დაღუპვისთვის ვართ განწირულნი. მიწაზე ჩვენ უბრალოდ ფეხით გაგვსრესენ.

— ჩვენ ნაკადულებად გადავიქცევით და ზღვისკენ გავეშურებით, ჩვენ მუდმივად ვიცოცხლებთ! – თქვა პირველმა.

— არა, ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით! – უპასუხა მას მეორემ.

ბოლოს, მათ მოსწყინდათ კამათი. გაუშვეს ერთმანეთს ხელი და ორივე გაფრინდა იმ ბედის შესახვედრად, რომელიც თავადვე აირჩია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!

* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე

* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს



1
352
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
352
  
2023, 20 იანვარი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1