x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვარსკვლავი სახელად Gliese 710 მზის სისტემას 51,499 კმ/სთ სისწრაფით უახლოვდება
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ჯუჯა ვარსკვლავი, სახელად Gliese 710 გაცილებით უფრო ნელი იყო. დღეს ეს ილუზია დაიმსხვრა. Gliese 710 ბევრად უფრო სწრაფი აღმოჩნდა, იმდენად სწრაფი, რომ შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას.


თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ Gliese 710-ს 1, 35 მილიონი წელიწადი დასჭირდებოდა, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა. დღეს კი, როგორც მადრიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რაულ და კარლოს დე ლა ფუენტეებმა დაამტკიცეს, ეს დრო 1, 29 მილიონი წელია.


Gliese 710 ეგრეთ წოდებული “მოხეტიალე ვარსკვლავია.” ამ კატეგორიის ვარსკვლავებს ის თავისებურება ახასიათებთ, რომ ისინი მათი სისტემის სიმძიმის ძალით შებოჭილები არ არიან. ამიტომ Gliese 710 ჩვენსკენ საათში 51.499 კილომეტრის სისწრაფით მოექანება და არავინ და არაფერია მისი შემჩერებელი.


Gliese 710-ს მასა მზის მასის მხოლოდ 60 %-ს შეადგენს და ამის გამო მას ჩვენი პლანეტის “გადასანსვლა” არ შეუძლია. სამაგიეროდ მას შეუძლია შეეჯახოს მზის სისტემის გარე მონაკვეთებს, სადაც განსაკუთრებით ბევრი დიდი ზომის კომეტა და ასტეროიდია. ურტის ნისლეულიდან Gliese 710-ს შეუძლია ასტეროიდების და კომეტების წვიმა დაგვატეხოს თავს.



სწორედ ასე მოხდა 500 ათასი და 70 ათასი წლების წინ, როცა Gliese 208 და “შოლცის ვარსკვლავი” მოგვიახლოვდნენ. ამ უკანასკნელმა ურტის ნისლეულის სიახლოვეს ჩაიქროლა და კინაღამ აღგავა კაცობრიობა პირისაგან მიწისა.


მზე

1
243
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
243
  
2023, 10 იანვარი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1