x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ყველა ცისფერთვალება ადამიანს საერთო წინაპარი ჰყავდა
უახლესი კვლევის თანახმად დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ ყველა ცისფერთვალება ადამიანს და ასევე მას, ვისაც ცისფერთვალება მშობლები ან პაპები და ბებიები ჰყავს, საერთო წინაპარი ჰყავდა. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერთა ჯგუფი აქვეყნებს, რომელმაც თვალების ცისფერი ფერის განმაპირობებელი გენეტიკური მუტაცია აღმოაჩინა.


ეს მუტაცია დაახლოებით 6000-10, 000 წლის წინ გაჩნდა. მანამდე ადამიანს ცისფერი თვალები არ ჰქონია. იმ პერიოდამდე ყველა ადამიანს შავი თვალები ჰქონდა.


მუტაცია შეეხო OCA2 გენს, რომელიც მელანინს წარმოქმნის (ცნობისათვის, მელანინი პიგმენტია, რომელიც ჩვენს თმას, კანს და თვალებს გარკვეულ ფერს ანიჭებს).


გენეტიკურმა მუტაციამ, რომელიც ჩვენს ქრომოსომებში OCA2 გენს შეეხო, პრაქტიკულად შეაფერხა ის უნარი, რომლის მეშვეობით ადამიანს მანამდე შავი თვალები ჰქონდა.



ანუ პირველი ცისფერთვალება ადამიანის შემთხვევაში მუტაციამ მთლიანად კი არ გააჩერა მელანინის მიწოდება თვალის ბადურაში, არამედ შეამცირა, რის შედეგადაც ბადურა გახდა არა შავი, არამედ ცისფერი.


მეცნიერი ჰანს აიბერგი და მისი კოლეგები, რომლებმაც იორდანიაში, დანიასა და თურქეთში მცხოვრები ცისფერთვალება ინდივიდების უჯრედებში მიტოქონდრიული დნმ-ის ენერგიის მწარმოებელი სტრუქტურები შეისწავლეს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრებ ყველა ამ ადამიანს უთუოდ საერთო წინაპარი უნდა ჰყოლოდა.


ახლა, როცა უკვე გარკვეულია, რომ ყველა ცისფერთვალება ადამიანს და ასევე მათ შთამომავლებს საერთო წინაპარი გვყავდა, ისმის კითხვა: რანაირად მოხდა, რომ სულ რაღაც 10, 000-6000 წელიწადში ეს გენი იმდენად გავრცელდა, რომ ევროპის მოსახლეობის 20-40%-ს ამჟამად ცისფერი თვალები აქვს?


როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ეს იმით არის განპირობებული, რომ ცისფერთვალება ადამიანებს მეტი ბავშვი უჩნდებათ და უფრო სწრაფად მრავლდებიან. ამაზე პასუხისმგებელი სავარაუდოდ სწორედ ის გენია, რომელმაც ადამიანის თვალებს ცისფერი ფერი მიანიჭა.


ცისფერი თვალები

0
241
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0