x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კაპროზუხუსი - 100 მილიონი წლის წინათ მცხოვრები გრძელფეხება ნიანგი, რომელიც შიშისმომგვრელი იყო
კაპროზუხუსი იყო ნიანგი, რომელიც შუა ცარცის პერიოდში, დაახლოებით 100-95 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე. მისი თავის ქალა 2009 წელს აფრიკაში აღმოაჩინა პალეონტოლოგმა პაულ სერენომ. სწორედ თავის ქალის მიხედვით დაადგინა მკვლევარმა, თუ რამხელა იყო ეს პრეისტორიული მხეცი და როგორ ცხოვრობდა. ასევე სერენომ უწოდა მას სახელი კაპროზუხუსი, რაც ქართულად სიტყვასიტყვით “ტახნიანგას” ნიშნავს. ეს სახელი მეცნიერმა მის მიერ შესწავლილ ნამარხ ცხოველს როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბაზე ტახივით გამოშვერილი ეშვების გამო შეარქვა.


კაპროზუხუსი მხოლოდ წყალსატევებში არ ნადირობდა, როგორც ამას მისი მონათესავე თანამედროვე ნიანგები აკეთებენ. ის მსხვერპლს ხმელეთზეც დევნიდა, რაზეც მისი წინ მომართული თვალები მეტყველებს, როგორც ეს ხმელეთზე მცხოვრებ მტაცებლებს ახასიათებთ.


ნიანგი


სავარაუდოდ კაპროზუხუსი მდინარეთა და ტბათა წყალსატევებიდან ხშირად ამოდიოდა და უძველესი აფრიკის სტეპებში ცხოველებზე ნადირობდა, როგორც ამას თანამედროვე გიგანტური კატები სჩადიან. თუმცა ძალიან საეჭვოა, რომ კაპროზუხუსები ჯგუფებად ნადირობდნენ, როგორც ეს თანამედროვე ლომების წესია.



საკბილოს პოვნისთანავე კაპროზუხუსი მას ეშვებზე წამოიცვამდა ხოლმე, როგორც ამას თანამედროვე ტახები აკეთებენ, შემდეგ კი მძლავრი ყბებით ფლეთდა მას.


ნიანგი


ეს უზარმაზარი პრეისტორიული ნიანგი დაახლოებით 6-7 მეტრს აღწევდა და 2000 კილოგრამს თავისუფლად იწონიდა. ანუ ზომებით აღემატებოდა ყველა თანამედროვე ნიანგს, მათ შორის უდიდესის, ნილოსის ნიანგის ჩათვლით.


ფეხებიც ნილოსის ნიანგზე გაცილებით უფრო გრძელი ჰქონდა, რომელთა მეშვეობითაც ხმელეთზე სწრაფად დარბოდა. ნადირობდა ძირითადად დინოზავრებზე, თუმცა ლეშის ჭამაზეც არ ამბობდა უარს.


ერთი სიტყვით, ყოვლად საზარელი და დაუნდობელი მხეცი იყო, თუმცა თანამედროვე ურჩხულებზე გაცილებით უფრო ლმობიერი გახლდათ. მაგალითად, თანამედროვე დიქტატორებისგან განსხვავებით ის არ ნადირობდა პატარა ბავშვებზე მოწყენილობის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სადისტური ჟინის დაცხრობა და ძალაუფლებით ტკბობა სურდა. მსხვერპლზე ერთადერთი მიზნით - დანაყრების მიზნით ნადირობდა. კარგად დანაყრებული კაპროზუხუსი სრულიად უწყინარი იყო და არავის არაფერს ერჩოდა.


ნიანგი

1
644
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
644
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1