x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იდუმალებით აღსავსე სიგნალი კოსმოსიდან: მეცნიერები პასუხს კვლავაც ეძებენ
1977 წლის შემდეგ იდუმალებით აღსავსე სიგნალი „ვაუ!” მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. ახლახან მკვლევარებმა კვლავაც დაიწყეს მორიგი ვარსკვლავის შესწავლა, რომელთან ახლოს მდებარე პლანეტა შესაძლოა სიგნალის წყაროს წარმოადგენდეს.


1977 წელს ოჰაიოში მდებარე საუნივერსიტეტო რადიოტელესკოპმა ძალიან უცნაური სიგნალი დაიჭირა. ასტრონომი ჯერი ეემანი, რომელმაც სიგნალი აღმოაჩინა, იმდენად გაოცდა, რომ სიგნალის ბეჭდურ რადიოგრამაზე “Wow!” დააწერა.


სიგნალის წარმომავლობა დღემდე გამოცანას წარმოადგენს. არავინ იცის, საიდან გამოგზავნეს ის. განმეორებითი სიგნალი დღემდე არავის დაუფიქსირებია.


თავად ეემანი დარწმუნებულია, რომ სიგნალი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ არის გამოგზავნილი. ის აცხადებს, რომ გამორიცხულია “ვაუ!” დედამიწური წარმომავლობის იყოს.



2021 წელს, ასტრონომმა ალბერტო კაბალერომ, რომელიც “სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში მდებარე ეგზოპლანეტებზე ნადირობის პროექტს” უწევს კოორდინირებას, “ვაუ!” სიგნალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში კაბალერო საუბრობს ვარსკვლავ 2MASS 19281982-2640123-ის თაობაზე, რომელიც ტემპერატურით, სიდიდით და სიკაშკაშით გასაოცრად ჰგავს მზეს და რომელიც სწორედ კოსმოსის იმ რეგიონში მდებარეობს, საიდანაც სიგნალი “ვაუ!” იქნა მიღებული.


ამის შემდეგ მილიარდერ იური მილნერის მიერ 100 მილიონი დოლარით დაფინანსებული პროექტის, Breakthrough Listen-ის (ეს პროექტი ტექნოლოგიურად განვითარებულ ცივილიზაციებს ეძებს კოსმოსში და მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი აწ გარდაცვლილი სტივენ ჰოუკინგია) მკვლევარებმა მთელი ყურადღება მიმართეს ვარსკვლავ 2MASS 19281982-2640123-ისაკენ, მაგრამ მის სიახლოვეს განვითარებული არამიწიერი ტექნოლოგიური ცივილიზაციის კვალსაც კი ვერ მიაგნეს.


თუმცა მეცნიერები იმედს მაინც არ კარგავენ. იმ რეგიონში, საიდანაც სიგნალი “ვაუ!” იქნა მიღებული, ჯერაც უამრავი ვარსკვლავის გამოკვლევა შეიძლება. უახლოეს წლებში სწორედ ეს იქნება კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ძიების ამოცანით დაკავებული მკვლევარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.


უცხოები

1
278
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
278
  
2023, 28 იანვარი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1