x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნამდვილი ქალივით მოკვდა... იმედია მხედრული რა შუაშია და მდედრული პატივით დაკრძალავენ"-ანდრო სოლოღაშვილი
image

ინტელექტკლუბის “რა? სად? როდის?” წევრმა, ანდრო სოლოღაშვილმა ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია:


"იმ ქისტაურზე რა გაირკვა ბოლო-ბოლო – შემიძლია მივულოცო რომ როგორ იცხოვრა კი არ ვიცი და თავს ვიდ თვლიდა ალბათ არც მაგას არ დავეთანხმებოდი, მაგრამ სიკვდილით კი ბატონო ყველას რომ დაუმტკიცა და ნამდვილი ქალივით რომ მოკვდა – კაცს როგორც წესი ვერ ხელეწიფება ხოლმე პარტნიორის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა რომ თავი გაარასხოდებინოს, ნამდვილად ქალების პრეროგატივაა.



პ.ს. იმედია ნამდვილი ამბავია და მაგას მხედრული რა შუაშია და მდედრული პატივით დაკრძალავენ და მე კიდევ ცხოვრებაში პირველად მომეცემა საშუალება ე.წ. “ტრანსგენდერ ქალს” ქალი აწი ბრჭყალების გარეშე ვუწოდო ხოლმე”, - წერს სოლოღაშვილი.


image

ინტელექტკლუბმა „რა, სად, როდის“ ანდრო სოლოღაშვილთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.

გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტკლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია.

აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს…“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.



0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0