x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერი ქალი: “2022 წელს იმაზე ხშირად მქონდა სექსი, ვიდრე შხაპი მივიღე”
ცნობილმა ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა, რომელმაც მონაცემების დაცვის სფეროში სულ ახლახანს სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა, Twitter-ზე თავის მიმდევრებს საკუთარი პირადი ცხოვრების და პირადი ჰიგიენის შოკისმომგვრელი საიდუმლოებები გაუმხილა: როგორც თავად განაცხადა, მას 2022 წელს უფრო ხშირად ჰქონდა სექსი, ვიდრე იბანავა.


აელამ, რომელსაც OnlyFans-ზე ექაუნთი აქვს, რომლითაც თვეში 100, 000 დოლარს გამოიმუშავებს, Twitter-ზე თავის 130, 000 ფოლოუერს უთხრა, რომ 2022 წელს მხოლოდ 37-ჯერ იბანავა.


აელა


აელამ ასევე დაწერა, რომ 2022 წელს სექსუალური ხასიათის 63 შეხვედრა ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ჰქონდა ინტიმური ხასიათის ურთიერთობა, ვიდრე შხაპის ქვეშ იდგა.



საკუთარივე განცხადებით, მეცნიერმა ქალმა 2022 წელს 222-ჯერ ისეირნა, 194-ჯერ მოისაქმა, 137-ჯერ იმუშავა, 165 ადამიანს დაუმეგობრდა, 118-ჯერ დალია ალკოჰოლი, 64-ჯერ იცეკვა, 59-ჯერ იტირა, 51 მესიჯი მიწერა ადამიანებს, 44-ჯერ ითამაშა და 42-ჯერ კარგად ისადილა რესტორანში.


ნარკოტიკების მოხმარებას, მოგზაურობას, სპორტს და ავად ყოფნას რაც შეეხება, აელამ ამ ყველაფერს უფრო იშვიათად დაუთმო დრო, ვიდრე შხაპის ქვეშ ყოფნას.


აელა


რიცხვი 37 ძალიან მკვეთრად მოხვდა თვალში ამერიკულ აუდიტორიას, რომლის თითოეული წარმომადგენელი ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად წელიწადში საშუალოდ 145-ჯერ იბანს ტანს. მათ უკმაყოფილება გამოხატეს ამასთან დაკავშირებით, რასაც აელამ ამგვარად უპასუხა:


“დიახ, მე ვცდილობ, ჩემი კანის ბუნებრივ მიკრობულ გარემოს გავუფრთხილდე, ” უპასუხა აელამ კრიტიკოსებს. მისივე განცხადებით ის იღლიებში და გენიტალიებზე სუნის გასაქრობად დეოდორანტს იყენებს.


აელა


აელა ერთადერთი ინფლუენსერი არ არის, რომელიც შხაპს იშვიათად იღებს. 2021 წელს ჯეკ გილენჰალმა განაცხადა, რომ ბანაობა სულ უფრო ნაკლებად მიაჩნია საჭიროდ. კრიტიკის ობიექტი გახდა ასევე ტეილორ სვიფტი, ხოლო კრისტენ ბელმა და დაქს შეპარდმა თქვეს, რომ ისინი ბავშვებს მხოლოდ მაშინ აბანავებენ, როცა ჭუჭყი უკვე გარეგნულადაც მოჩანს მათ სხეულებზე.


სხვათა შორის, ამერიკელი დერმატოლოგების ნაწილიც გვირჩევს, დიდი ხნის ბანაობისა და შხაპის ყოველდღიური მიღებისგან თავი შევიკავოთ. დოქტორი ჯული რუსაკი ამბობს, რომ ცხელი წყალი კლავს კანზე არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, რაც ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს.


“ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ, ” თქვა რუსაკმა. “თუ ყარხარ, ესე იგი, ბანაობის დროა.”

0
1206
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0