x
image
ქეთეონე
"რუსული საწამლავი,რუსეთის ტერიტორიიდან"-რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image

სოციალური ქსელის მეშვეობით ელისო კილაძე მისივე გვერდზე აქვეყნებს ერთ-ერთ დასკვნას, სადაც განხილულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოტანილი წამლით მოიწამლა.




"კგბ-ს მაღალჩინოსნის სკანდალური აღიარება‼️

რუსული საწამლავი, რუსეთის ტერიტორიიდან‼️"-წერს ელისო კილაძე



კგბ-ს მაღალჩინოსანი სიუჟეტში განმარტავს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან გამოგზავნილი საწამლავით მოწამლეს საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სათანადო მკურნალობა არ წარიმართება, იგი მოკვდება.

გთავაზობთ სრულ ვერსიას:

"უკრაინის ომის ფონზე, სააკაშვილი ყველას მიავიწყდა... მხოლოდ ქართული ოპოზიციის ნაწილი ცდილობს გააცოცხლოს მისი პატიმრობის თემა". მე ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, არ მომწონს როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რამდენჯერმე შევხვედრივარ და მასთან ურთიერთობა იოლი არ არის, რთული ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მან როგორც პრეზიდენტმა ჩაატარა გიჟური რეფორმები, საქართველო ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა, ის ციხეში ზის რუსების მოთხოვნით, მოსკოვის ბრძანებით. სააკაშვილი მოწამლეს რუსების დავალებით, მოწამლეს საწამლავით, რომელიც გაგზავნილია რუსეთის ტერიტორიიდან. საწამლავს უმატებდნენ როგორც საკვებში, ისე პირადი ჰიგიენის საშუალებებში. უკიდურესად მძიმე მოწამვლაა და თუ უახლოეს დღეებსა და საათებში მას სათანადო მკურნალობას არ აღმოუჩენენ იგი მოკვდება. მესმის რომ მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ პრეზიდენტის ასე სიკვდილი არ შეიძლება. სააკაშვილი არის პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდესი რეფორმატორი, გამორჩეული ლიდერი, რომელმაც ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა კორუფციული ჭაობიდან ამოიყვანა.."







2
613
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
613
  
2022, 27 დეკემბერი, 13:32
მაშ მიშა კაკებეშნიკებთან ურთიერთობდა, როდის აქეთია რომ კაკებეს გული შესტკივა მიშაზე. ეეე ნაცები ვაი ტქვენს პატრონს
2022, 27 დეკემბერი, 7:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2