x
image
Yoona
Mediator image
25 მოკლე და სასაცილო სადღეგრძელო ახალი წლისთვის
სანამ კალენდარს გადაფურცლავთ, ცოტა დრო საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესებას დაუთმეთ. ახალი წლისთვის მოკლე და მახვილგონივრული სადღეგრძელოები მოამზადეთ.


ჭიქა ღვინით და იდეალური ციტატით წარსულს მადლობა გადაუხადეთ და მომავლის მიმართ იმედები გამოხატეთ.


გთავაზობთ დასამახსოვრებელ, სახალისო და შთამაგონებელ სადღეგრძელოებს. წაიკითხეთ და თქვენს გულწრფელ სურვილებს დაუმატეთ.


გახსოვდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ამ წლის ბოლო საათებში და მომავალი წლის პირველ საათებში იტყვით, დიდი მნიშვნელობა აქვს.


მოკლე სადღეგრძელოები ახალი წლისთვის


image

1. გისურვებთ, ახალმა წელმა მოგიტანოთ უფრო მეტი ბედნიერება, ვიდრე უბედურება, და თქვენს სახლში წარმატების გარდა სხვა არაფერი შემოვიდეს.


2. დღეს ვშლით წიგნს „ახალი წელი“. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა იქნება მის გვერდებზე, ახალი შთამბეჭდავი ისტორიები თუ ძველი პლაგიატი. სადღეგრძელო შთაგონებისთვის!


3. გისურვებთ, ახალი წლის ყოველმა დღემ თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს. დაე, ყოველთვის გყავდეთ სიხარულის გამზიარებლები!


4. ყველამ იცის, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ. მოდით, ახლა ყველაზე სანუკვარი სურვილი ჩავიფიქროთ და ერთმანეთს მათი ასრულება ვუსურვოთ.


5. ვუსურვებ ჯანმრთელობას მათ, ვინც მიყვარს, და სიმდიდრეს მათ, ვისაც ვუყვარვარ.


image

6. დალიეთ, ჭამეთ, გაერთეთ და არასდროს ინანოთ წარსულის გამო. თუ კარგი იყო, მაშინ შესანიშნავია. თუ ცუდი იყო, ეს გამოცდილებაა.


7. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ანტიკვარიატი ძველი კეთილი მეგობრები არიან. დაე, ჩვენი მეგობრები დარჩნენ ერთგული, ადეკვატური, ჯანმრთელი და ჩვენ გვერდით.


8. წარსულის გამოცდილებაზე ისწავლეთ, დღევანდელით იცხოვრეთ, ხვალინდელის იმედი გქონდეთ. არასდროს იმართლოთ თავი იმისთვის, რამაც ბედნიერებამდე მოგიყვანათ.


9. ცხოვრება მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს. ვსვამ სადღეგრძელოს იუმორის გრძნობისა და ოპტიმისტი ხალხისთვის, რომელთან ერთადაც ვუყურებთ ამ მაგარ სპექტაკლს სახელად ცხოვრება!


10. გისურვებთ, მომავალი წელი იყოს ისეთი, რომ დალევა მოგინდეს და არა დათრობა!


image

11. მომავალი ეკუთვნის მას, ვისაც საკუთარი ოცნებების სილამაზის სჯერა. მომავლის ოცნებები იყოს უფრო ტკბილი, ვიდრე წარსულის მოგონებებია.


12. გისურვებთ, თქვენი წარსულის საუკეთესო მომენტები ახალი წლის ყველაზე ცუდ მოვლენებად იქცეს.


13. ბედნიერება სიცილით განისაზღვრება. იქ, სადაც სიცილია, ბედნიერებაც მოდის. გისურვებთ, ახალ წელს ფანჯრები, სარკეები და ჭაღიც საყვარელი ადამიანების სიცილით წკრიალებდეს!


14. სადღეგრძელოს ვსვამ მათთვის, ვინც გვნახა ჩვენი ცხოვრების საუკეთესო და უარეს დღეებში და განსხვავება ვერ დაინახა.


15. უკან არასდროს მოიხედოთ. ეს ყურადღებას გიფანტავთ იმის შესახებ, რაც ახლა ხდება.


image

16. გაუმარჯოს მეგობრებს, რომლებიც კარგად გვიცნობენ, მაგრამ მაინც ვუყვარვართ.


17. გისურვებთ, სახეზე ყველა ნაოჭი მხოლოდ სიცილისა და გიჟური თავგადასავლებისგან გამოჩნდეს.


18. ოპტიმისტი შუაღამემდე რჩება, რომ ახალ წელს შეხვდეს. პესიმისტი რჩება, რომ დარწმუნდეს, ძველი წელი წავიდა. სულერთია, რა მიზნით ხართ აქ ახლა, რადგან შანსი მომეცით, მომავალი წელი თქვენთან ერთად გამეტარებინა. გამოდის, რომ კარგი წელი იქნება.


19. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის გავლა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ჯანსაღ კვებაზე, სპორტზე და ალკოჰოლზე უარის თქმაზე პირობის შესრულებაზე.


20. სადღეგრძელო მეგობრებისა და გაძლებისთვის, რომ ვუძლებთ მათ, ყველაფრის მიუხედავად.


image

21. გისურვებთ, რომ მომავალ წელს ყველა უბედურება, წარუმატებლობა და პრობლემა მოხდეს მხოლოდ ერთ დღეს, 29 თებერვალს!


22. გისურვებთ, ახალ წელს შეხვდეთ სიყვარულით გულში და ბევრი საჭმლით მუცელში.


23. რისიც არ უნდა გეშინოდეთ, გააკეთეთ. სჯობს გააკეთოთ და ინანოთ, ვიდრე არ გააკეთოთ და ინანოთ.


24. ამბობენ, რომ ზედმეტი არაფერი კარგია. გავრისკავ და გისურვებთ ზედმეტ შესაძლებლობებს. დაე, თქვენი სურვილი თქვენი შესაძლებლობებით გაგიჟდეს.


25. კარგი სადღეგრძელო ვიცოდი, მაგრამ ჩჩჩ! ვერ ვიხსენებ. სწორედ ამიტომ, შამპანური გახსენით და დალიეთ ყველაფრისთვის, რისი სურვებაც შემეძლო.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

2. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს

3. დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ

4. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები ახალი წლის მოლოდინში

5. როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები

6. 17 სიტყვა, რომელთა მნიშვნელობა 30 წლის შემდეგ მთლიანად იცვლება

0
752
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
752