შოუბიზნესი სინტია - თოჯინა, რომლისაც მერილინ მონროს შურდა 13 იანვარი, 12:40 ეს ეფექტური ქერათმიანი ქალი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ 1930-იანი წლების ბევრ ფოტოზე, სევდიანი თვალებით და ყინულოვანი სილამაზით გვხიბლავს. და არაფერია გასაკვირი. ეს ხომ თოჯინაა!
თოჯინა, რომელიც კაცებს აგიჟებდა და ქალებს მიბაძვას აიძულებდა. მე-20 საუკუნის ხალხი შეესწრო ნამდვილ მითს პიგმალიონის და გალათეას შესახებ, რადგან სინტია მის შემქმნელს შეუყვარდა. ![]() სინტია შექმნისთანავე გახდა სილამაზის ეტალონი, რომელსაც, როგორც ამბობენ, თავად მერილინ მონრო ჰბაძავდა. თუმცა თავიდან სინტია იყო მხოლოდ მანეკენი, რომელიც ლესტერ გაბამ 1936 წელს შექმნა. ლამაზმანის დაბადება 1936 წელს მოქანდაკე ლესტერ გაბამ მიიღო შეკვეთა, შეექმნა მანეკენი Saks Fifth Avenue-ის უნივერმაღისთვის. გაბამ შექმნა „სინტია“ - პლასტმასის მანეკენი მჯდომარე პოზაში. მოქანდაკე ნიჭიერი იყო და მანეკენი საოცრად ჰგავდა ცოცხალ ქალს.
მხატვრის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და თოჯინამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ლესტერი თავისი შემოქმედებით იმდენად ამაყობდა, რომ სინტია დაჰყავდა მაღალი წრის წვეულებებზე. ფიგურას შეეძლო იდაყვების და მუხლების მოხრა, სიგარეტის ხელში დაჭერა. გაბა სინტიასთან ერთად დადიოდა ოპერაში, კლუბში და სხვა საჯარო ადგილებში.
თავიდან ეს ყველას ართობდა, მაგრამ ლესტერმა თვითირონია და ზომიერების გრძნობა დაკარგა, თამაში გაჭიანურდა. სინტიასთან რომანმა კლინიკური ფორმები მიიღო, ბევრი გავლენიანი ადამიანი და მეგობარი გაბას ჩამოშორდა. გაგას გოგონა მსოფლიოს იპყრობს მანეკენმა მყისიერად დაიპყრო ნიუ-იორკი და ამერიკა, შემდეგ ევროპა სახელით Gaba-girls (გაბას გოგო). Cartier და Tiffany მას ჩუქნიდა სამკაულებს, ის გამოჩნდა Life Magazine-ის გარეკანზე, საუკეთესო დიზაინერები მისთვის კერავდნენ სამოსს, სპეციალურად მისთვის ჯავშნიდნენ საუკეთესო ადგილს მეტროპილიტენ ოპერაში.
სინტიამ ნამდვილი აღიარება 1937 წელს მოიპოვა, როდესაც ჟურნალმა „Life“ გამოაქვეყნა მისი ფოტოების ნაკრები. ის გახდა თოქ-შოუს წამყვანიც და ითამაშა ფილმში. სინტიას კარიერის მწვერვალი გახდა უოლის სიმპსონის და ედუარდ VIII-ის ქორწილში მიწვევა.
სინტია იღებდა ტონობით წერილს ფანებისგან. გაზეთში საკუთარი სვეტიც ჰქონდა და რადიოში მუშაობდა. თავად ალფრედ ეინზშტადმა მისთვის ფოტოსესია მოაწყო. იდეალური ქერათმიანი ქალის მაგალითი
გაბას შემოქმედება არ იყო ცივი, მიუწვდომელი დედოფალი ბერძნული პროფილით, რომელიც ანათებს თავის სილამაზეს ვიტრინის შორეული სიღრმიდან, არამედ მოარშიყე ქერათმიანი ქალი მერილინ მონროს სტილში. რა თქმა უნდა, იმ წლებში არავინ იცოდა ასეთი მსახიობის შესახებ და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიაღწია მერილინმა მოგვიანებით ასეთ წარმოუდგენელ წარმატებას: იგი აშკარად ერგებოდა ამერიკელების წარმოდგენას იდეალური ქალის შესახებ. უფრო მეტიც, მისი იმიჯი ნაწილობრივ სინტიასგან იყო აღებული.
სიყვარული და სიკვდილი
ლესტერ გაბას იმდენად შეუყვარდა სინტია, რომ მას ცოცხალი ქალივით ეპყრობოდა. ირწმუნებოდა, რომ მას ლარინგიტი ჰქონდა და ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ ლაპარაკობდა.
1942 წელს ლესტერი ჯარში გაიწვიეს და მან სინტია დედასთან გააგზავნა. ყველაზე საინტერესოა, რომ როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად სინტია გატყდა (სილამაზის სალონში ვიზიტის დროს), ლესტერს შვებულება მისცეს. 1953 წელს სინტია აღადგინეს, მაგრამ ჯადოქრობა დასრულდა და საბოლოოდ გავიდა პენსიაზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო? კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა ჯენის დიკინსონის ცხოვრების ისტორია – სკანდალური ჯადოქარი და მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი ლამაზმანი ივ მეიერი – ბრწყინვალე ცხოვრება ტრაგიკული დასასრულით მარგალიტი სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიიდან: ნენა ფონ შლებრიუგე, უმა თურმანის დედა 275 1-ს მოსწონს |