x
image
Yoona
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები ახალი წლის მოლოდინში
image

ზღაპრული დღესასწაულის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. და ეს წლის ყველაზე საუკეთესო დროა, რადგან ზამთრის დღესასწაულის მოლოდინი მხოლოდ ჩვენს გულებში არ არის: ის ყველგან შეიძლება დაინახოთ. მაღაზიების ვიტრინებში, გაფორმებულ ქუჩებში - ყველა შობა-ახალი წლისთვის ემზადება.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქები თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის დახმარებით გარდაიქმნება. შობა-ახალი წლის სული ჰაერში ტრიალებს, ცენტრალურ მოედნებზე ერთ ღამეში უზარმაზარი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები ჩნდება. მოდით ერთად დავათვალიეროთ საახალწლოდ მორთული მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალაქები.


ლონდონი


image

ახალი წელი ნანატრი დღესასწაულია. გასაოცარია, რომ მოუთმენელი მოლოდინი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აქვთ. რამდენიმე დღით სირბილს ვაჩერებთ, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ იცვლება ქალაქი ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში. ინგლისელები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მორთვას ჯერ კიდევ ოქტომბერში იწყებენ, რომ სადღესასწაულო განწყობა ნაადრევად შექმნან, ქალაქის მაცხოვრებლები შობა-ახალი წლის ჯადოსნურ ატმოსფეროში ჩაძირონ - რადგან ინგლისელებისთვის ეს დღესასწაული ყველაზე საყვარელი და პატივსაცემია.


imageimage

ასე რომ ამ პროცესში ყველა ჩართულია. ჯერ მაღაზიის ვიტრინები გარდაიქმნება - თითქმის ერთ ღამეში ჩნდება განათებული ირმები, პატარა ნაძვის ხეები, სხვადასხვა ფორმის ნამცხვრები - ზღაპარი ახლოვდება. ქალაქი საკმაოდ მორთული და მყუდრო ხდება.


imageimage

წელს კარნაბის ქუჩას სადღესასწაულო დეკორი კონკრეტულ თემას ეხება - კერძოდ, დიზაინის სახით აღებულია ტექსტი ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის „Queen“ სიმღერიდან „ბოჰემური რაფსოდია“.


image


ნიუ-იორკი

image

რამდენი საახალწლო საყვარელი ფილმები სწორედ რომ ამერიკაში არის გადაღებული. და კიდევ რამდენის ყურება მოგვიწევს! გასაოცარია, მაგრამ ამერიკელებს ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ქალაქში, კერძოდ ნიუ-იორკში საახალწლო განწყობა შექმნან - თუნდაც გაიხსენეთ, ნაძვის ხის ანთებას როგორი გრანდიოზული დღესასწაული მოჰყვება. ესტუმრეთ როკფელერის ცენტრს, რომ 30 ათასი სათამაშოთი მორთული უზარმაზარი ნაძვის ხე ნახონ, რომელიც აქ 1931 წლიდან იდგმება.


imageimageimage

სწორედ ნიუ-იორკში შეგიძლიათ ნახოთ ასობით სანტა კლაუსი, მომღიმარი ირმები და ელფები. ერთ-ერთი ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი ნაძვის ხის ბურთებს ნახავთ, რომელთაც ნაძვის ხე სულ არ სჭირდებათ.


imageimageimage

ქუჩებში საახალწლოდ მორთული დახლები დგას, სადაც საახალწლო სუვენირების და, რა თქმა უნდა, თბილი სასმელების და არომატული სანთლების შეძენა შეგიძლიათ. ქალაქის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებსაც რთავენ, ნიუ-იორკი ზამთარში ერთი დიდი სიამოვნებაა.


imageimageimage


პარიზი

image

ახალი წლის მოსვლა აქ შეგიძლიათ ორი მთავარი მაღაზიის Pringtemps და Galeries Lafayette გაფორმებიდან დაინახოთ, თიითქოს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელს უფრო ლამაზი და ჯადოსნური გაფორმება ექნება. ვის არ სურს საახალწლო ზღაპარში მოხვედრა?!


imageimageimage

წელს პარიზის საახალწლო გაფორმებაში თეთრი ფერი ჭარბობს. მაგ., Dior-ის მაღაზიის ვიტრინა უზარმაზარი ვერცხლისფერი ნაძვის ხით არის მორთული.


imageimageimage

მორთული არის ქუჩებიც, ნაცრისფერი, წვიმიანი ქალაქი თითქოსდა ყოველ ჯერზე თოვლს ელოდება - სამწუხაროდ, საფრანგეთის დედაქალაქში მის ნახვას იშვიათად შეძლებთ. და ყოველ ჯერზე ფრანგებისთვის თოვლის გამოჩენა ნამდვილი დღესასწაულია.


image


ბერლინი

imageimageimage

საახალწლოდ ბერლინი იფურჩქნება და სერიოზული გერმანელის კვალიც კი არ რჩება. საახალწლო ნაძვის ხე, ათასობით სათამაშოთი მორთული, ცხენები და ატრაქციონები, რომლებიც უზრუნველ ბავშვობაში დაგაბრუნებენ.


imageimage

ხშირად თანამედროვე ხელოვნების მსგავს გაფორმებასაც შეხვდებით: ნაძვის ხეები, რომლებიც უფრო კონუსის ფორმებს ჰგვანან. ბერლინი საახალწლოდ ნამდვილად ანათებს და ცდილობს როგორც მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები საახალწლო განწყობით გააბედნიეროს.

imageimageimageimage

პრაღა

imageimageimage

წლის ნებისმიერ დროს ყველაზე ზღაპრული ქალაქი პრაღა არის. პატარა სახლები, მყუდრო ყვითელი ფანჯრებით და ძველ მოედანი, რომლებიც საახალწლოდ არის მორთული. მოციმციმე ანგელოზები, რომლებიც გვამცნობენ, რომ ზღაპარი მალე დადგება, მხოლოდ ცოტა ლოდინი მოგიწევთ.

imageimageimage

ქუჩებში მუსიკოსებს და მსახიობებს შეხვდებით, რომლებიც ხალხს სანახაობებით ართობენ. თუ ზღაპარში დაბრუნება გსურთ - პრაღაში გაემგზავრეთ.


ვენა

image

ქალაქის კლასიკური მაგალითი, სადაც ახალ წელს ყველა წესის და ტრადიციის დაცვით აღნიშნავენ. სავაჭრო მოედნებზე ცხელი სასმელები იყიდება, ხოლო მორთული ვიტრინების შემხედვარე მაღაზიაში შესვლის სურვილი და მცირე ბედნიერების თან წაღება მოგინდებათ.


imageimage

როგორც ამბობენ, ქალაქის საახალწლო მორთულობა თითქმის მლნ ევრო ჯდება. საახალწლოდ არის მორთული რესტორნები, მოედნებზე საახალწლო ბაზრობა იხსნება. ყოველ ნაბიჯზე ნამცხვრები, დარიჩინი და შემწვარი წაბლი იყიდება.

imageimageimage

საახალწლო ატმოსფერო მთელი თვის განმავლობაში სუფევს.

imageimage

რომი

imageimageimage

რომში ყინვა და თოვლი არ არის. დეკემბრის დღებში ქალაქის ბაღებში ვარდები და ფორთოხლის ხეები ჰყვავიან. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი. საახალწლოდ ხალხი თითქმის საზაფხულო კოსტიუმებსა და კაბებში გამოწყობილნი მწვანე მინდორზე სხდებიან, რომ შამპანურით ხელში ახალი წლის მოსვლა აღნიშნონ.

imageimageimage

ვარსკვლავური მორთულობა ორიგინალურობით თითქოსდა არ გამოირჩევა, მაგრამ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის - ვიწრო ქუჩები, ცარიელი და განათებული, ასობით ცეცხლოვანი მორთულობა ცისარტყელას ყველა ფერში.

image

იტალიელებს უყვართ, რომ სადღესასწაულო ატმოსფერო არის ბევრი. რაც უფრო მეტი მორთულობა და გემრიელი საკვები იქნება, მით უფრო ბედნიერი იქნება მომავალი წელი.


კოპენჰაგენი

image

საახალწლო სამზადისი ოფიციალურად ნოემბრის პირველ პარასკევს იწყება, როცა მოტკბო და მუქი ფერის საახალწლო ლუდის გამოშვებას იწყებენ. ამის შემდეგ ქუჩების, მაღაზიების და სახლების მორთვა იწყება.

imageimage

დანიელებს ახალი წლის დღესასწაული უყვართ. მეზღაპრე ანდერსენს ამ თემაზე ბევრი სიუჟეტი ტყუილად არ ჰქონია. დარიჩინის, კოჭის, მიხაკის, შემწვარი ნუშის სუნები კოპენჰაგენის ქუჩებში ტრიალებს. ღია ბაზრობაზე ფუმფულა ნაძვის ხე ჩნდება. ქალაქის ცენტრში კი დახლები იდგმება, სადაც ქალაქის მაცხოვრებლებს და ტურისტებს ტრადიციულ საახალწლო სასმელს „გლოტს“ სთავაზობენ.

imageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ:

1. აირჩიეთ მისალოცი ბარათი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ ახალ წელს

2. როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები

3. 2019 წელი - ღორის წელი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

4. რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. რა ელით კაცებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

6. რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ 2019 წელს?

7. ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი

8. გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს

9. ფენ-შუი ჰოროსკოპი - სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
351
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0