x
image
Yoona
Mediator image
12 მამაკაცი ბრწყინვალე გარეგნობით, რომლებიც მსოფლიოს სილამაზის საკუთარ წესებს კარნახობენ
image



კარგია, როცა ცხოვრებაში ბონუსით იბადებით - ლამაზი, თითქოსდა იდეალური გარეგნობის სპეციალური წესით შექმნილი ხართ. კიდევ უფრო უკეთესია, როცა ეს სილამაზის სტანდარტები საერთოდ არ გაინტერესებთ, როგორც ამ 12 მამაკაცს. მათ საკუთარი თავი მიიღეს ისეთებად როგორებიც არიან და მსოფლიოს მათი ღირსების აღიარება აიძულეს. მომხიბვლელი მოდელი საერთოდ ალტერნატიული ამერიკელ აიდოლიც გახდა.

სამყარო თავისი მრავალფეროვნებით უნდა გიყვარდეს და თქვენში აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს თავდაჯერებულმა ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი გზა თვითგამოხატვით იპოვეს.


1.კრისტიანო, მსახიობი

imageimage

ეს ბიჭი ცეცხლოვანი თმებით ბრაზილიელი Youtube-ის ბლოგერი და თეატრის მსახიობია. თავისუფალ დროს კრისტიანო არა მხოლოდ ახალ ვიდეოს იღებს თავისი გასართობი არხისთვის, არამედ ბუნებაში სეირნობით ტკბება და ამ მომენტების გამომწერებისთვის გაზიარება არ ავიწყდება.


2.ბერა, მომღერალი

imageimage


ბერა ივანიშვილი, უფრო ცნობილი სცენური სახელით, ბერა - ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ის ოჯახში ერთადერთი ალბინოსი არაა: მისი პატარა ძმა ცოტნე უფროსი ძმის შემცირებულ ასლს წარმოადგენს და შესაძლოა, მუსიკის სამყაროში მის ნაბიჯებს გაყვეს.


3.მუსტაფა საიდი, მოდელი

imageimage

მუსტაფა საიდი სამხრეთ აფრიკის პროფესიონალი მოდელია ძალიან უცნაური, თითქოსდა სპეციალურად გამოხატული ვიტილიგოთი. საინტერესო გარეგნობამ სამოდელო სააგენტოები დააინტერესა და მუსტაფამ მოდის სამყაროში წარმატებას მიაღწია.


4.სანელ ჯუნიორ ქსაბა, მოდელი

imageimage

პოპულარობას სანელი მოდის სამყაროში ალბინოსების ორმაგ მდგომარეობაზე საზოგადოების გამახვილებისთვის იყენებს. თავისი უნიკალური სილამაზით აღიარების მოპოვების შემდეგ, ისინი საკუთარი გარეგნობის მძევლებად რჩებიან. ალბინოსს, როგორც ადამიანს „საკმაოდ სპეციფიკური ესთეტიკით“ რიგ ფოტოსესიისა და რეკლამაში მონაწილეობისთვის არ იწვევენ. ძალიან ხშირად სიურეალისტურ, პროვოკაციულ ან ძალიან უცნაურ პერფომანსებში იწვევენ.


5.ნიკოლ მატანანოვი

image

ვინ იფიქრებდა, რომ ადგილობრივი იაკუტი ამერიკელი ინდიელის როლში ასე ორგანულ სახეს შექმნიდა? პროფესიონალი სპორტსმენის კოლორიტული გარეგნობა ბევრ ფოტოგრაფის ყურადღება მიიზიდა. ზოგიერთი მას მულტფილმის „მულანის“ გმირს ამსგავსებს. თავად ნიკოლი თავს ლამაზად არ თვლის, ამბობს, რომ „ლამაზი სხეულის შექმნა ნებისმიერს შეუძლია, მთავარია სურვილი და შეუპოვრობა“.


6. Hairfreaky long hair, ბლოგერი

imageimage

ამ ბიჭს მეტსახელით Hairfreaky long hair საკმაოდ ორიგინალური ჰობი აქვს: ის ცდილობს, რაც შეიძლება გრძელი თმა გაიზარდოს. მისი ვარცხნილობის ყველა კრიტიკოსს ბლოგერი პასუხობს: „როგორ შეიძლება იყოს „ძალიან გრძელი“ ფრიკისთვის?“

ასეთი თმის მოვლის განსაკუთრებული ნაწილი მის დაბანაში კი არა, გაშრობაში მდგომარეობს: რამდენიმე საათით დაჯდომა და არაფრის გაკეთება გიწევთ. ფენის გამოყენება არაკომფორტულია, ამასთან ბლოგერს თმის დაზიანების ეშინია.


7.სამუელ ფრაიბერგი, ბლოგერი

image

image

სამუელი ახალგაზრდა ფრანგია, რომლის თანდაყოლილმა ლაქამ გარშემომყოფებში საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. იმის მიუხედავად, თვლიან სახეზე ამ ლაქას ამაზრზენად თუ მომხიბვლელად, მოკამათეებს არ შეუძლიათ იმის აღიარება, რომ ეს ბიჭის გარეგნობას ორიგინალობას მატებს.


8.კაინ ბუფონჯი, მოდელი

imageimage

მოდის სამყაროში ჭორფლიანმა მოზარდმა ბრეკეტებით კარიერულ კიბეზე ზრდა სწრაფად შეძლო. ბიჭი აღიარებს, რომ ეს ადვილი არ იყო. ის არასდროს ცდილობდა მოდელობას, ფოტოგრაფირებას ვერ იტანდა და საკუთარი გარეგნობის რცხვენოდა. საბედნიეროდ, გარშემომყოფებმა მისი გადაფიქრება შეძლეს და საკუთარ თავს ამ სფეროში გახსნის საშუალება მისცა. როგორც ჩანს, ყველაფერი, რაც კაინს არ ყოფნიდა - ეს ცოტა თავდაჯერებულობა იყო.


9.ჯენიან ჯანი, მოდელი

image

ჯანი იმ მოდელებს შორისაა, რომლის დავიწყებაც არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ დემონსტრირებადი ტანსაცმლიდან ყურადღების გადატანას ახდენს. ბიჭმა 10 წელი ტრადიციულ ჩინურ ცეკვებს დაუთმო, ასე რომ თავისი ანორგენური გარეგნობის გარდა შეუდარებელ არტისტიზმს ფლობს. საკუთარი აღიარებით, ჯანი ცხოვრებაში ისე ეპატაჟურად არ იცვამს, როგორც პოდიუმზე.


10.კარიმ მუსო

imageimage

ახალგაზრდობის მიუხედავად, კარიმმა სამოდელო ბიზნესში მუშაობა მოასწრო, თუმცა იმედები გაუცრუვდა და კარიერა შეწყვიტა. სამოდელო ბიზნესში რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამ დროს დამოუკიდებელ შემოქმედებით პროექტებსა და გადაღებებზე არის კონცენტრირებული.


11.დანიილ კუდრიავცევი, მოდელი

imageimage
უცხოპლანეტელის მსგავსი სახის ნაკვთები ბევრ ფოტოგრაფს იზიდავს. ის მოდის სამყაროში აქტიურად საქმიანობს, მაგრამ სხვა მიმართულებებს არ ივიწყებს, კერძოდ ენერგეტიკული ტექნოლოგიების სფეროში განათლებას ღებულობს.

12.ხავიერ ბოტეტი, მსახიობი

imageimage

ხავიერი საკმაოდ იშვიათი გენეტიკური აშლილობით დაიბადა, რასაც მარფანას სინდრომი ეწოდება. ამ დროს ადამიანებს საკმაოდ არაპროპორციულად გრძელი ძვლები, ძალიან მაღალი სიმაღლე, გრძელი კიდურები და თითები აქვს. მარფანას სინდრომის მქონე ფანტანსტიური მოქნილობით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება მუდმივად მკურნალობას და სპეციალურ მოვლას მოითხოვს მთელი ცხოვრების მანძილზე.

თუმცა, სწორედ ამ სინდრომის გამო ხავიერი საშინელებათა ჟანრის ფილმის რეჟისორის აღმოჩენა გახდა. სრული გარდაქმნისთვის ბიჭს მინიმალური სპეცეფექტების დამატება სჭირდება.


ბონუსი: ახალი ამერიკელი აიდოლი

imageimage

სილამაზის ინდუსტრიამ უნდა გაიგოს, რომ ფოტოსესიებზე დახარჯული უზარმაზარი თანხა და სილამაზის ტრენდების აქტიური პროპაგანდა არ განაპირობებს ხალხის სიყვარულს ისე, როგორც აბსოლუტური უშუალობა და იუმორის გრძნობა. უმოკლეს დროში „არა იდეალური“ ჯოშუა ვაროზი, ხალხისთვის საყვარელ ადამიანად იქცა, რომელმაც კომიკური კალენდრისთვის სასაცილო ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო.

თუმცა, ჯოშუა ვარსკვლავურ დაავადებას წარმატებით ეწინააღმდეგება: „მარტივი არაა იყო საერთაშორისო აიდოლი. ზოგჯერ შესვენებას ვიღებ და ნამდვილი საქმიანობით ვკავდები. იმის მიუხედავად, თუ რა მაცვია, თუ თქვენ გჭირდებათ თავდებობა, მე თქვენს სამსახურში ვარ.“



ასევე დაგაინტერესებთ:

15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ


როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი


15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ


იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება


დროში მოგზაური საუბრობს, თუ როგორი იქნება 2019 წელი


თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

3
4855
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4855
  
2019, 1 თებერვალი, 19:20
ის ქართველი ვინ არი?????? ივანიშვილი თუ რაგვარია????
2019, 23 იანვარი, 12:22
თქვა ავტორმა და ვაზელინიან თემაზე ხელი გადაისვა.
2019, 22 იანვარი, 3:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3