სხვა 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ 2018, 27 დეკემბერი, 13:15
ზოგიერთი რამ, რაც კორეელებისთვის ჩვეულებრივი რამ არის, ტურისტების გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. კორეაში ორსულების ადგილს არასდროს იკავებენ, ჭამის შემდეგ კბილებს პირდაპირ სამსახურში იხეხავენ, ავტობუსებში კი ბალიშები აქვთ მათთვის, ვისაც გზაში დაძინება უყვარს.
დარწმუნებული ვარ, კორეული ცხოვრების წესში თქვენთვის საინტერესო რამეს იპოვით - ის, რაზეც დაფიქრდებით: „სახლიც ასე უნდა მოვაწყოთ“.
ადგილი ორსული ქალებისთვის. ვაგონი როგორი გადატვირთულიც არ უნდა იყოს, ამ ადგილას არავინ არასდროს დაჯდება. სეულის მეტროში ბავშვებისთვის ცალკე გასასვლელი არსებობს. კომფორტული ტუალეტები დედისა და ბავშვისთვის. პლასტმასის ჭიქების ნაცვლად ქაღალდის ჭიქებს იყენებენ. ცხელ ან წვიმიან ამინდში გადასასვლელ ბილიკზე უზარმაზარი ქოლგებს დაინახავთ. ის მწვანე შუქის მომლოდინე ადამიანებს იცავს. ჩიფსის ჭამის დროს ხელები რომ არ დაესვაროთ, ასეთ თითის თათმანებს იყენებენ. კორეაში საკუთარ და სხვის ტრანსპორტს სიფრთხილით ეპყრობიან. სწორედ ამიტომ მძღოლები კარისთვის ღრუბელ-პროტექტორს იყენებენ. ნდობის სისტემა კორეაში: მაღაზიის მფლობელი მყიდველს სახლიდან უყურებს. თქვენ ირჩევთ იმას, რაც გსურთ და ფულს საფოსტო ყუთში დებთ. სავაჭრო აპარატი, სადაც შეგიძლიათ წინდები შეიძინოთ. ალბათ, კორეული ცხოვრების რიტმში წინდები ძალიან მოთხოვნადია. ცნობისთვის, მსგავსი წინდების სავაჭრო აპარატი საქართველოში ერთ-ერთ ქართულ ბრენდსაც აქვს. კორეაში მსგავსი აპარატებიდან ყვავილების შეძენასაც შეძლებთ. სუპერმარკეტების შესავლელში ასეთი სპეციალური ყუთები დგას, სადაც თქვენი საყვარელი შინაური ცხოველის დროებით დატოვება შეგიძლიათ, სანამ თქვენ საყიდლებზე იქნებით. როგორ მოგწონთ იდეა? კორეელებს სივრცის ეკონომიის უნარი აქვთ და პარკირება ასე გამოიყურება. სეულში ქალებისთვის პარკირების ცალკე ადგილი არსებობს, ის უფრო გრძელი და ფართო არის, ვიდრე ჩვეულებრივი და კარების შესასვლელთან ახლოს მდებარეობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დიდხანს სიარული არ მოუწიოთ. პარკირება საბავშვო ეტლისთვის. „ჭკვიანი“ ტუალეტი მხოლოდ განათებით და სიმღერით არ შემოიფარგლება: სპეციალურ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელი კაბინა არის თავისუფალი. კორეელები პირის ღრუს ჰიგიენას დიდი ყურადღებით ეკიდებიან. რესტორანში შეგიძლიათ ნახოთ პირის ღრუს სავლები, კბილის პასტა და კბილის ჯაგრისები. ჭამის შემდეგ კბილების გაწმენდა ნორმად ითვლება. საპონი სპეციალურ სამაგრზე. გსურთ სახლში ასეთი გქონდეთ? კორეელების კონტროლის ხარისხი: დეტალებზე იმ თანამშრომლის სურათს აკრავენ, რომელმაც ის შეაგროვა. ზამთარში, სეულში ხის ფესვებს ფუთავენ. ხის ტანზეც ზრუნავენ. მატარებელში კარაოკე-კაბინა ერთი ადამიანისთვის. როცა ცოტა მოდუნება გჭირდებათ, ეს არც თუ ისე აბსურდული იდეა არის. კაფე, სადაც ტანსაცმლის გარეცხვასაც შეძლებთ. ტურისტებს გამოადგებათ: აქ ტანსაცმლის გარეცხვა უფრო იაფია, ვიდრე სასტუმროში და ყავაც გემრიელია. აქ ბამბის ნაყინს საყვარელი და მხიარული ფორმებით შეიძენთ. აქ ყავის შეძენას საკუთარი პორტრეტით შეძლებთ. გაჩერებებზე ზამთრის ცივი ქარისგან დაცვას შეძლებთ. დაზიანებების რისკი რომ შეამცირონ, მთავრობამ ავტობუსებში დაძინების მოყვარული მგზავრებისთვის ასეთი ბალიშებით უზრუნველყო. კორეელი ტურისტები პატივისცემას გამოხატავენ ეთიოპიელი ვეტერანების მიმართ, რომლებიც კორეულ ომში მონაწილეობდნენ.
კორეელებს მოდუნების ბევრი საშუალება აქვთ. მაგ., თევზებით თერაპია. წარმოიდგინეთ: სამხრეთ კორეაში მივლინებით გაგიშვეს. თქვენი მისია - თქვენი ქვეყნის ერთი სასარგებლო ნივთი, წესი ან ჩვევა ჩაიტანოთ, რომელიც ადგილობრივების ცხოვრებას გაამარტივებს. რას წაუღებთ კორეელებს?
ასევე დაგაინტერესებთ: 1. 20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ 2. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 3. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ 4. კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ 5. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ 6. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 7. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ 8. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
8331 1-ს მოსწონს
|