საზოგადოება "შიმშილობას გავაგრძელებ მანამ, სანამ...“ - რას ამბობს ანი წითლიძე? 2022, 23 დეკემბერი, 13:20 მე-9 დღეა რაც ნაიონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ, მათი მიზანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა. "შიმშილობას გავაგრძელებ, სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს საშუალებას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ არ მინდა ამ ჩვენი შიმშილობით საზოგადოება დავამძიმო პირიქით, ყველას ბოდიშს ვუხდი ვინც დავამძიმე ჩემდა უნებურად, ვინც ნერვიულობს ჩემი და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე."- განაცხადა ანი წითლიძემ. რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, პროტესტის მე-9 დღეს იგი იძულებული გახდა მისი მდგომარეობის გამო შიმშილობა შეეწყვიტა. დეპუტატს ექიმების დახმარება დასჭირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე შიმშილობას აგრძელებენ ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია. 145 1-ს მოსწონს
|