საზოგადოება "სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა- ძმაო და მეგობარო!"- ვისზე წერს თაკო ჩარკვიანი? 2022, 23 დეკემბერი, 13:13 "სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა- ძმაო და მეგობარო!"- ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩარკვიანი სოციალური ქსელის მეშვეობით. თაკო ჩარკვიანმა და ბიზნესმენმა ჯონი გიგანმა მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე საჯაროდ, ამგვარად მიულოცეს: "თავისუფლებაა" -ვფიქრობ ამ სიტყვით სულ მალე მოგილოცავ პრეზიდენტო და ეს მალე იქნება, რადგან "დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად", რადგან ქვეყნის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა სასწორზე და ეს სასწორი ხელის გულზე დევს და ცოტა არ იყოს, დიდხანს კი "ჩაშჩერებია" მავანნი ამ ხელის გულს, არადა ბრძოლის და მოქმედების გარეშე ხელიდან გვეცლება ეს პატარა ქვეყანა-სამოთხე, რომელიც ჯოჯოხეთად ვაქციეთ, სათქმელის მეტი რა მაქვს, მაგრამ არაფერს გეტყვით, ან რა უნდა გითხრათ, სახელმწიფოს მშენებელს და პუტინის ტყვეს გამომწყვდეულს ციხის პალატაში, მაგრა იყავით - სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა- ძმაო და მეგობარო! პატივისცემით -თაკო ჩარკვიანი, ჯონი გიგანი!"- წერს თამარ ჩარკვიანი. 175 1-ს მოსწონს
|