x
image
ქეთეონე
"ზუსტად ვიცი ჩვენი ბიჭი ჩემთან ერთად მოუსმენს სასამართლო პროცესზე...."-ნიკო კვარაცხელიას დედა

image

ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს მიმართვას, სადაც იშველიებს შალვა ნუცუბიძის ციტატას სიტყვებით: “ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი – არა”..



შეგახსენებთ, რომ შარშან, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა ტყვია ესროლეს.


იგი ონლაინ-პლატფორმის Feedc-ის დამფუძნებლი გახლდათ.




“ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ნიჭს კი – არა” !
შალვა ნუცუბიძის ამ სიტყვებს გვერდს ვერ ავუვლიდი, მითუმეტეს დღეს მისი ( ბატონი შალვა ნუცუბიძის) დაბადების დღეა!
ვერც ამ ფოტოს არგაზიარება შევძელი, ზუსტად ორი წლის წინანდელია, 14 დეკემბერს გადაღებული!
ჩვენი ბიჭი ზუსტად ვიცი სწორედ ასეთი მზერით იდგება დღეს და მოუსმენს ჩემთან ერთად სასამართლო პროცესზე სულ გაყიდული უფლებადამცველების გამოსვლას, მე არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მითუმეტეს -ადვოკატისას, მაგრამ არის შემთხვევები სადაც ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა!
ბევრი ვეცადე მაგრამ მე მათ უკეთესი ვერაფერი მოვუფიქრე:
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!
კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დ ….. ის ხილვით!”
წერტილები დღევანდელი პროცესის შემდეგ ერთად შევავსოთ !
როგორი დიდი ტკივილით და განცდით დაუწერია ბატონ მუხრან მაჭავარიანს
!"- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
image
0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0