საზოგადოება "ჩვენ გვინდა ვიპოვოთ 100 000 ადამიანი საქართველოში" - ვის ეძებს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 11 დეკემბერი, 12:59 ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს მოსაზრებას, სადაც წერს, რომ მათი ჯგუფი ეძებს იმ 100 000 ადამიანს საქართველოდან, რომელთაც მათნაირი შეხედულებები ექნება. მას აქვს რამდენიმე პრიორიტეტული მახასიათებელი ჩამოთვლილი, თუ როგორი ადამიანები უნდა იყვნენ ისენი. გთავაზობთ მის "პოსტს": "ჩვენ გვინდა ვიპოვოთ 100 000 ადამიანი საქართველოში, რომელსაც ჩვენნაირი შეხედულებები აქვს. 1. სძულს თვალთმაქცობა (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) 2. თვლის რომ პოლიტიკა საჭირო და კეთილშობილი საქმეა კარგი (პატიოსანი) პოლიტიკოსების პირობებში. 3. არ ეშინია უმცირესობაში ყოფნის და სჯერა, რომ უმრავლესობად გადაქცევა შეუძლია - თავის პირობებზე. 4. სჯერა, რომ საქართველოს მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა და რეჟიმის ცვლილება მხოლოდ საშუალებაა კარგი მმართველობის მისაღწევად. 20 ათასი უკვე ვიპოვეთ (აქედან 3-4 ათასი აქტიურია და აქციებზე დადის რეგულარულად). 100 რომ გავხდებით, დანარჩენებსაც აგიყოლიებთ და 500-ც იოლად გავხდებით. მთავარი ამ ჯიუტი და აზრიანი 100 ათასის პოვნაა." 136 1-ს მოსწონს 1-ს არა
|