საზოგადოება "შიშით ვხსნი ტელეფონს... ცოცხალია" - ვისზე წერს ელისო კილაძე? 2022, 3 დეკემბერი, 16:46 ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალური ქსელის საშუალებით მის გვერდზე წერს ამგვარ შეტყობინებას: "ალბათ, ბევრი ხართ ჩემნაირი-დილა თენდება, შიშით ვხსნი ტელეფონს, ღამის მესიჯებს ჩამოვუვლი, ფბ-ს ჩამოვსქროლავ და შვებით ამოვისუნთქავ-ცოცხალია. #მიშაუნდაგადარჩეს". მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკაში იმყოფება. აგრეთვე, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ამერიკელი ექსპერტებისგან, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა მძიმე მეტალების: დარიშხანისა და ვერცხლისწყლის არსებობა. დღეს დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქციები იმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ. როგორც "მთავრი არხი" იუწყება, მათი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: "აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. აქცია ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა. ოჯახის, ადვოკატებისა და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. " 319 1-ს მოსწონს
|