x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იყავი ქალბატონი მისაღებში და მეძავი საძინებელში"-ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი "მამაშას" ისტორია

image

მისი დაწესებულების სტუმრები იყვნენ განგსტერები და ჩინოვნიკები და დამსახურებული პენსიაზე გასვლის შემდეგ პოლი ადლერმა დაწერა ავტობიოგრაფია, რომელიც ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოში.


პერლ ადლერი, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც "მადამ პოლი", დაიბადა 1900 წლის 16 აპრილს ბელორუსის ქალაქ იანოვში. ის ცხრა შვილიან ოჯახში უფროსი იყო. მამამისი ქალაქში ძალიან პატივსაცემი ადამიანი იყო და მეზობლებისგან განსხვავებით, ის ხშირად სტუმრობდა შეერთებულ შტატებს და აპირებდა იქ გადასვლას. პერლი, რომელიც იმ დროს 12 წლის იყო და გიმნაზიაში შესვლაზე ოცნებობდა.
მამამ გარკვევით აუხსნა თავის ქალიშვილს, რომ უცნაური და სულელური იყო განათლებაზე ოცნება, როცა ამერიკაში წასვლის პერსპექტივა არსებობდა. თავდაპირველად, გოგონა ოჯახის მეგობრებთან ცხოვრობდა ჰოლიოკში (მასაჩუსეტსი), მაგრამ როდესაც მამამ ომის დროს ფულის გაგზავნა შეწყვიტა, გოგონას აგრძნობინეს, რომ მისი იქ ყოფნა სასურველი აღარ იყო. შემდეგ იგი გადავიდა ბრუკლინში ნათესავებთან, დაირქვა სახელი პოლი და კორსეტების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. „კვირაში ხუთ დოლარს ვიღებდი, საიდანაც ოთხს ვიხდიდი საცხოვრებლში და საერთო კვებაზე“, - წერს ადლერი.
17 წლის ასაკში გოგონა დაინტერესდა ცეკვით, კონკურსებში მონაწილეობდა და საკმაოდ წარმატებითაც. იგი დააჯილდოვეს ტკბილეულით, რამდენიმე დოლარით, სათამაშოებით, მაგრამ თავს მაინც გაუნათლებლად და ღარიბად გრძნობდა.
1920 წელს ამერიკაში შემოიღეს მშრალი კანონი და სწრაფად გამდიდრებული ბუტლეგერები ჩნდებოდნენ ნებისმიერ კუთხეში. სწორედ ერთი მათგანი გაიცნო პოლმა ხმაურიან წვეულებაზე და მანვე შესთავაზა მცირე გარიგება: ტონი ქირაობს ბინას პოლისთვის, მაგრამ პერიოდულად მოინახულებს მას თავის საყვარელთან ერთად. პოლს არც უფიქრია. ” არ მეგონა, რომ ეს უზნეობა იყო, რადგან ის მხოლოდ ქირას იხდიდა. ხალხის თქმით, ამ ბინძურ ფულზე უარი უნდა მეთქვა და კვირაში ხუთ დოლარად მეწია ჭაპანი, მაგრამ მათ არ ესმოდათ. თქვენს წინაშე იყო არჩევანი და ცხოვრებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად".
ტონი თავის საყვარელს სწრაფად დაშორდა და ახალი შეყვარებულის ძებნა დაიწყო. იმისათვის, რომ ძვირფასი დრო არ დაეკარგა, მან პოლის სთხოვა ეპოვა მისთვის ახალგაზრდა ქალბატონები პაემნებისთვის და მზად იყო თითოეულში გადაეხადა 50 დოლარი. ადლერმა იცოდა, რომელ ქუჩებს „ტკეპნიდნენ" მეძავები და მისთვის პრობლემა არ იყო კვირაში მეგობრისთვის ორი გოგოს მიწოდება. პერიოდულად, პოლი, უფრო მეტი ფული რომ ეშოვნა, სხვა მამაკაცებსაც უწყობდა პაემნებს.
image
იმისდა მიუხედავად, რომ ადლერი შეუმჩნევლად საქმიანობდა, 1922 წელს იგი დააპატიმრეს მაჭანკლობისათვის. მაგრამ საქმე დაკავების ფარგლებს არ გაცდენია. ოფიციალურად - მტკიცებულებების ნაკლებობა, ხოლო არაოფიციალურად - პოლის მეგობარი განგსტერები დაეხმარნენ.
პოლი ძალიან წუხდა, რომ მისი "საქმიანობის" შესახებ ჭორები როგორმე მიაღწევდა იანოვში ნათესავების ყურამდე და გადაწყვიტა აღარ წასულიყო კანონის წინააღმდეგ. მან დაზოგა 6000 დოლარი, იქირავა ფართი და გახსნა ქალის თეთრეულის მაღაზია, თუმცა მალე გაკოტრდა.
მას შემდეგ რაც ის ნოლზე დარჩა, აღარ უფიქრია პატიოსან ცხოვრებაზე და უთხრა საკუთარ თავს, რომ ის გახდებოდა "ყველაზე ცნობილი ქალბატონი ნიუ-იორკში".
"კლიენტს ვარჩევდი გულდასმით, ბიზნსემენები იყვნენ ძუნწები, განსგსტერები ავყია ხისთავიანები, მხოლოდ ძირითადი ფული კულტურულ ელიტაგან და ჩინოვნიკებისგან შემოდიოდა ", - იხსენებს ადლერი.
მან გულდასმით შეაგროვა თავისი "ბაზა" და ირჩევდა კლიენტებს: მასთან დადიოდნენ ცნობილი მსახიობები, მწერლები, მდიდარი მშობლების შვილები, ხელისუფლების წარმომადგენლები. მან ბორდელს უწოდა "ინტერესების კლუბი, რომელსაც აქვს გაგრძელება". სახლში იმართებოდა წვეულებები და თამაშობდნენ ბანქოს. სხვათა შორის კლუბში მოდიოდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები. "ეს იყო ადგილი, სადაც ყველას შეეძლო ჰალსტუხის მოშვება და სტატუსის დავიწყება. სამწუხაროა, რომ სტუმრების ოთახების გამო დაწესებულების მთელი მნიშვნელობა ბანალურ "ბუნაგამდე" შეიძლება დაიყვანო".
საკმაოდ სწრაფად, ადლერმა გააცნობიერა, რომ პოლიციის რეიდების დროს პრობლემის მოგვარება 100 დოლარი ქრთამით შეიძლებოდა.
ადლერმა მალე იმდენი დააგროვა, რომ გადავიდა როკოკოს სტილში გაწყობილ დიდ ბინაში, დაიქირავა დიასახლისი, მზარეული და პირადი ასისტენტი. მან თუთიყუშთან ერთად დაბეჭდა სავიზიტო ბარათები, რომლებზეც მოკლედ ეწერა "ლექსინგიტონი 2-1099, ნიუ-იორკი", ხშირად მოდიოდა სოციალურ ღონისძიებებზე, ხვდებოდა პოტენციურ სტუმრებს. თავად პოლი ხშირად იცვლიდა ადგილებს, მაგრამ მისი, როგორც საუკეთესო ბორდელის დიასახლისის რეპუტაცია ურყევი იყო. მისი სექს-მუშაკები ყოველკვირეულად გადიოდნენ სამედიცინო კვლევებს, უვლიდნენ საკუთარ თავს და შეეძლოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, რადგან კლუბის მთავარი დევიზი იყო "იყავი ქალბატონი მისაღებში და მეძავი საძინებელში".
image
1929 წელს ადლერი გახდა ამერიკის მოქალაქე და სასწრაფოდ გაემგზავრა მაიამიში, რადგან სასამართლო კორუფციის საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს. შემდგომ მას მაინც მოუწია უკან დაბრუნება, მაგრამ სასამართლო პროცესზე მან არც ერთის სახელი არ წარმოთქვა. კარგად იცოდა, რაც "ჩაშვებას" მოყვებოდა;
პოლმა დროებით დახურა თავისი ბიზნესი და დარჩა რეგულარული შემოსავლის გარეშე. ერთ დღეს წვეულებაზე იგი შეხვდა განგსტერ შულცს, რომელმაც თითქმის მაშინვე სთხოვა მას თავშესაფარი. სინამდვილეში, ადლერს არჩევანი არ ჰქონდა: მას არ უყვარდა ბანდიტები, მაგრამ უარის თქმის ეშინოდა . იგი საშინლად იხსენებდა ამ პეტიოდს: მთელი დროის განმავლობაში, სანამ განგსტერი იმალებოდა "მამაშასთან", მას ეშინოდა, რომ მას მოკლავდნენ ან შულცის მტრები, ან თავად შულცი.
1930-იანი წლების შუა ხანებში პოლი ათზე მეტჯერ დააპატიმრეს, მაგრამ არასოდეს გაუსამართლებიათ. "რამდენიმე გოგონა ყოველთვის ჩემთან ერთად დადიოდა. მაღლები და ლამაზები, ისინი დერეფანში ისე დასრიალებდნენ, როგორც გედები სარკის ტბაზე, მე კი მათ გვერდით დონალდ დაკივით დავჩხლართუნებდი", - ამბობდა ადლერი.
თუმცა, 1935 წლის 5 მარტს კიდევ ერთხელ დაპატიმრებულ „მადამს“ უკვე ციხით დაემუქრნენ. სასამართლო პროცესზე ცნობილ პოლის, რომელიც მართლაც ნიუ-იორკის ვარსკვლავი იყო, ყველამ მხარი დაუჭირა. რეპორტიორები წერდნენ, რომ "ადლერს ისე უყურებენ, თითქოს მემკვიდრე პრინცის გატაცებაში იყოს ეჭვმიტანილი", ხოლო მოსამართლემ განაცხადა, რომ უსამართლობაა, როცა"კაცების ბრბო მიდის ბორდელში და ერთი ქალი უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე". პოლის მხოლოდ 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან რამდენჯერმე სცადა ახალი ბორდელის გახსნა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე იგი გაემგზავრა ლოს-ანჯელესში. ადლერმა კარგად იცოდა, რომ "ნიუ-იორკში აღარ არის ადგილი იმ ბორდელებისთვის, რომლებიც "20-იანების მღელვარე" წლებში იყო. ჰოლივუდში "დედიკომ " მაინც აისრულა ბავშვობის ოცნება - მან მიიღო უმაღლესი განათლება, მიუხედავად იმისა, რომ რომ ის უკვე 50 წელს გადაცილებული იყო.
image
შემდეგ მან გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც მაშინვე ნამდვილ ბესტსელერად იქცა. წიგნმა "სახლში ცხოვრება არ ნიშნავს, სახლში ცხოვრებას" მისცა მას შესაძლებლობა ეცხოვრა კომფორტულად მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში. 1964 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმად, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლი ადლერი გამოსვლამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა კიბოთი.

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0