საზოგადოება "ამას ალბათ სჯობდა მამა-პაპურად შემეგინებინა"-რას წერს გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეზე? 2022, 2 დეკემბერი, 13:14 ქართველი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალური პლატფორმის საშუალებით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ირაკლი კობახიძეზე."ეს კაცი, უფრო ზუსტად არაკაცი, არის ჩამოყალიბებული ნაგავი. იმდენად მყრალი ნაგავია, რომ შურისძიებასაც არ აქვს აზრი. არარაობაზე ხელი არ უნდა გაისვარო. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეს რომ ნაგავია და მანამდე ნაგვად დარჩება, სანამ ეს ნაგავი ნეშოპალად არ იქცევა პ.ს. ამას ალბათ სჯობდა მამა-პაპურად შემეგინებინა" - წერს იგი. იგი ამ მოსაზრებით ირაკლი კობახიძის ნათქვამს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით: "სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო - ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? - კითხვებზე პასუხია გასაცემი დიაგნოზით"
93 1-ს მოსწონს 1-ს არა
|